ჯავახეთიდან 15 ახალგაზრდა სპორტსმენი თბილისში, კიკბოქსინგში საქართველოს ჩემპიონაში მონაწილეობდა, აქედან 6 სპორტსმენი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს წარმოადგენდა, ხოლო დანარჩენი 9 – ახალქალაქის. 9 ჯავახი სპორტსმენი ჩემპიონატიდან ოქროს, ხოლო 2 ვერცხლის მედლებით დაბრუნდბებ, ერთმა სპორტსმენმა მე-3 ადგილი დაიკავა.
საქართველოს კიკბოქსინგის ჩემპიონატი წელიწადში ერთხელ ტარდება. გამოდიან საუკეთესო სპორტსმენები საქართველოს რეგიონებიდან. ამგვარად, საქართველო მომავალი, ევროპის და მსოფლიო შეჯიბრებებისთვის თავის სპორტულ პოტენციალს განსაზღვრავს. ჩემპიონატს მთელი საქართველოდან 9 წლის ზემოთ 230 სპორტსმენი ესწრებოდა.
“პანდემიის გამო, თითოეული რეგიონის სპორტსმენების რაოდენობა შეზღუდული იყო, 10-15 მონაწილეობდა, რომლებიც პირველ, მეორე ადგილებს იკავებდნენ, ჩემპიონები იყვნენ. რომ არა პანდემია, მონაწილეთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა. ბიჭები გარეთ ელოდებოდნენ, სახელებს და გვარებს კითხულობდნენ და სათითაოდ შემოდიოდნენ, იცვლიდნენ ტანსაცმელს, ხურდებოდნენ და რინგზე ადიოდნენ “, – ამბობს მწვრთნელი, სერგეი ტონაკანიანი.
სპორტსმენები, რომლებმაც ოქროს მედლები მოიპოვეს არიან:
მეორე ადგილები დაიკავეს:
მესამე ადგილი დაიკავა რომან ყარაგეკაბიანმა.