კუმურდოში საკათედრო ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები კვლავ განახლდა. რამდენ ხანს გაგრძელდება ისინი ამჯერად უცნობია.

სოფლის მცხოვრებლებისა და თემის დეპუტატის არამაის ზაქარიანის თქმით, სამუშაოები უკვე მეორე დღეა გრძელდება. აღვნიშნავთ, რომ მუშაობა 2023 წელს არ განახლებულა.

kumurdo2

X საუკუნის კუმურდოს საკათედრო ტაძარში, ან როგორც ამას ადგილობრივები უწოდებენ, სურბ ჰამბარცუმის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო. 3 000 000 ლარის ღირებულების პროექტს „კუმურდოს ტაძრის აღდგენა“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ახორციელებს.

სამუშაოების დასრულების თარიღი რამდენჯერმე გადაიდო. სარემონტო სამუშაოების დასაწყისში ითქვა, რომ სამუშაოები 3 წელი გაგრძელდებოდა, მაგრამ 2018 წელს დასრულების თარიღად 2021 წელი დაასახელეს, ანუ აღმოჩნდა არა 3, არამედ 5 წელი. თუმცა ტაძრის რესტავრაცია არც 2021 წელს და არც 2022 წელს არ დასრულებულა, 2023 წელს კი სამუშაოები საერთოდ არ განახლებულა.

Jnews-ი არაერთხელ დაუკავშირდა სააგენტოს ოფიციალური მოთხოვნით, რათა მოეპოვებინა ინფორმაცია აღდგენის პროცესისა და დროის შესახებ, მაგრამ სააგენტოს არცერთ მოთხოვნაზე პასუხი არ მიუღია.