ახალქალაქის №1 და №2 საბავშვო ბაღები კაპიტალურ რემონტს საჭიროებს. ამ საბავშვო ბაღების რემონტი ერთდროულად იგეგმება. ამასთან დაკავშირებით ბავშვები გადაყვანილნი არიან №3 საბავშვო ბაღის შენობაში. №2 საბავშვო ბაღიდან ბავშვები უკვე გადმოიყვანეს, №1 საბავშვო ბაღიდან ბავშვების გადაყვანა, დიდი ალბათობით, კიდევ სამი კვირით გაჭიანურდება.
საბავშვო ბაღების რემონტი „მუნიციპალური განვითარების ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ახალქალაქის საბავშვო ბაღები ავტორიზაციას გადიან, რომლის ფარგლებშიც შენობები უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებს. ამასთან დაკავშირებით, №1 და №2 საბავშვო ბაღები სტანდარტების შესაბამისად რემონტდება. ვინაიდან ორივე ბაღის რემონტი ერთდრიულად მიმდინარეობს, ამ ბაღების ბავშვები და აღმზრდელები №3 საბავშბო ბაღის შენობაში გადაჰყავთ. №2 საბავშვო ბაღიდან ბავშვები უკვე გადაიყვანეს. აბსოლუტურად ყველა ბავშვის გადაყვანის შეზღუდული შესაძლებლობების გამო, 200-ზე მეტი მოსწავლიდან მხოლოდ 70 გადაიყვანეს. ესენი არიან ის ბავშვები, რომლების მშობლები მუშაობენ, სოციალურად დაუცველნი და მრავალშვილიანი ოჯახებიდან არიან.
მაგრამ №1 საბავშვო ბაღიდან ბავშვები ჯერ არ გადაუყვანიათ და, სავარაუდოდ, გადაყვანას სამი კვირა დასჭირდება. №1 საბავშვო ბაღის გაფართოების მიზნით, მერია ტერიტორიას ყიდულობს.
„საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია უნდა იყოს შეძენილი, ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საბავშვო ბაღის პროექტი არის, მაგრამ სანამ მშენებლობა დაიწყება, დემონტაჟი უნდა მოხდეს, ამ ბაღს ახალი ტერიტორიების ხარჯზე გავაფართოებთ“, – თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსმა არა მოვსისიანმაა.
საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, ანაიდა ასატურიანის თქმით, №1 საბავშვო ბაღიდან ბავშვების გადაყვანას შესაძლოა კიდევ სამი კვირა დასჭირდეს.
„№1 საბავშვო ბაღიდან ყველა ბავშვს არ გადავიყვანთ. მხოლოდ 50 ბავშვს გადავიყვანთ, ეს ის ბავშვები არიან, ვისი მშობლებიც მუშაობენ და სანამ №2 საბავშვო ბაღში არ დაიწყება სამუშაოები, მე ბავშვებს №1 საბავშვო ბაღში არ გადავიყვან“, – თქვა ანაიდა ასატურიანმა.
№1 საბავშვო ბაღში 100-ზე მეტი ბავშვი დადის.
ანაიდა ასატურიანის თქმით, უკვე ორი დღეა, რაც სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებენ და საკომუნიკაციო სისტემებს შეისწავლიან.
№1 და №2 საბავშვო ბაღებს, კონკურსის მიხედვით, შპს „მედმშენი“ 1`830`175,19 ლარის ოდენობით გაარემონტებს.