ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ვაკანსია გამოცხადდა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის ვაკანსიები გამოცხადებულია სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში: ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ასპინძაში, ადიგენში, ახალციხესა და ბორჯომში.
მსურველებს ვაკანტურ პოზიციებზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ ყველა რესურს ცენტრში 15 აპრილამდე. უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ამ ბმულზე გადასვლით.
ვაკანსიები ასევე გამოცხადდა სოფელ თახჩას, კოკიასა და კულიკამის საჯარო სკოლებში.
ამგვარად:
– თახჩას საჯარო სკოლაში საქმეთ მმართბელის ვაკანსია, განაცხადების მიღების ბოლო ვადა 30 აპრილია.
– სოფელ კოკიოს საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლის ვაკანსია, განაცხადების მიღება შესაძლებელია 19 აპრილის ჩათვლით.
– სოფელ კულიკამის საჯარო სკოლაში არის დაცვისა და საქმეთ მმართველის ვაკანსია, განაცხადების მიღების ბოლო ვადა 30 აპრილის ჩათვლით.