29-30 მარტს ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში კრივის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პირველი სამი ადგილი 58 სპორტსმენმა დაიკავა.
29-30 მარტს ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა. კონკურსში 8-დან 13 წლამდე 60 ბავშვი მონაწილეობდა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენებმა სოფლებიდან კარტიკამიდან, არაგვიდან, კუმურდოდან და ქალაქიდან.
შეჯიბრს ჟიურის სახით ასევე ესწრებოდა ჯავახეთიდან მოკრივე, ევროპის სამგზის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი, ევროპის ოლიმპიური თამაშების მედალოსანი ოთარ ერანოსიანი, რომელიც პროფესიონალურ კრივში მონაწილეობისთვის აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. ფინალის საყურებლად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ.
15 სპორტსმენი გახდა ოქროს მედალოსანი, 15 ვერცხლის, ხოლო 28 ბრინჯაოს მედალოსანი. 58-ვე სპორტსმენმა მიიღო დიპლომები, მედლები, საჩუქრები და თასები.