ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის წინაშე ანგარიშვალდებული არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობაზე, პრობლემებსა და მიღწევებზე მოსმენები იმართება. 26 მარტს დეპუტატებმა 4 ორგანიზაციის ანგარიში მოისმინეს.
საკრებულოში ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან შესრულებული სამუშაოს, მიღწევებისა და პრობლემების შესახებ მოსმენები ტარდება, რათა მათი გადაჭრის შესაძლო გზები მოიძებნოს. მოსმენისა და სიტუაციების ანალიზის შემდეგ შემუშავდება ინსტრუქცი-შეთავაზებები და გადაეგზავნება მერიას.
26 მარტს დეპუტატებმა შემდეგი ორგანიზაციების ანგარიში მოისმინეს.
სპორტული კომპლექსი
ახალქალაქის სპორტულ კომპლექსს აქვს სამი სპორტის განყოფილება: კრივი, კიკბოქსი და ძიუდო, ასევე სპორტკომპლექსს ექვემდებარება სოფელ არაგვას სათხილამურო სკოლა. სპორტული კომპლექსის დირექტორმა ატომ ელიზბარიანმა მოსწავლეების მიღწევებზე ისაუბრა. მათ შორის არიან საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები. წელს ოლიმპიურ თამაშებზე საგზურისთვის იბრძვის ერთი მოსწავლე. სპორტკომპლექსის მოსწავლეებიდან 15 სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს ნაკრების წევრია. კომპლექსს 400-ზე მეტი მოსწავლე სტუმრობს, მათ შორის 15 გოგონა. ატომ ელიზბარიანის თქმით, სტუდენტების ყოველი წარმატების შემდეგ სპორტკომპლექსში ვარჯიშის მსურველთა რიცხვი იზრდება.
ატომ ელიზბარიანმა აღნიშნა, რომ სპორტკომპლექსის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ტრენერების დაბალი ანაზღაურებაა და აღნიშნა, რომ სასურველია ტრენერების ხელფასები გაიზარდოს. ყველა ტრენერი ლიცენზირებულია. მან ასევე აღნიშნა, რომ სპორტულ კომპლექსში სპორტული ინვენტარის უკმარისობა შეინიშნება.
ჭადრაკის სკოლა
სკოლის დირექტორმა ვაჰან ეზოიანმა ახალქალაქის ჭადრაკიდ სკოლის საქმიანობაზე ისაუბრა. დირექტორის თქმით, სკოლაში 65 ბავშვი სწავლობს, მათ შორის 12 გოგონა. დირექტორის თქმით, მათი მოსწავლეები სხვადასხვა შეჯიბრში მონაწილეობდნენ და მედლებით დაბრუნდნენ. ჭადრაკის სკოლაში 4 ტრენერი მუშაობს. სკოლაში სწავლობენ ბავშვები როგორც ქალაქიდან, ასევე სოფლებიდან.
ვაჰან ეზოიანის თქმით, პრობლემა ის არის, რომ საჯარო სკოლებში საგნის „ჭადრაკი“ სწავლების ხარისხი არ არის მაღალი, რადგან ბავშვები მათთან ჭადრაკის საბაზისო ცოდნის გარეშე მოდიან.
დახურული საცურაო აუზი
ახალქალაქის დახურული საცურაო აუზის მუშაობაზე ისაუბრა დირექტორმა მარტინ გაბრიელიანმა.
საცურაო აუზზე 100-ზე მეტი ადამიანი დადის, მათგან 45 ქალია. არის ქალთა და მამაკაცთა ჯგუფები, ასევე ფიტნეს კლუბი, სადაც მხოლოდ ქალები ვარჯიშობენ. აუზს სტუმრობენ არა მხოლოდ ჩვენი მუნიციპალიტეტიდან, არამედ ნინოწმინდიდანაც. მუშაობს 5 ტრენერი, ყველა ტრენერს არ აქვს ლიცენზია, თუმცა მუნიციპალიტეტში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების არარსებობის გამო, ისინი არიან დასაქმებულები. საცურაო აუზი წელიწადში დაახლოებით 17600 ლარის შემოსავალს იღებს. დირექტორის თქმით, ორ თვეში მათ 4600 ლარის შემოსავალი მიიღეს. გაზში თვეში 10000 ლარს იხდიან, ელექტროენერგიაში დაახლოებით 2000 ლარს. ორგანიზაცია საკუთარ ხარჯებს ვერ ფარავს.
აღვნიშნავთ, რომ საცურაო აუზი რემონტისთვის ძალიან ხშირად და დიდი ხნით იკეტება.
საცურაო აუზს აქვს ვაკანსიები დამლაგებლებისა და ტრენერებისთვის.
სპორტული სკოლა
ახალქალაქის სპორტულ კოლაში ფუნქციონირებს 7 განყოფილება: კარატე, ჩოგბურთი, ფრენბურთი და ფეხბურთი.
სპორტსკოლას ესაჭიროება კვალიფიციური ფრენბურთის ტრენერები. სპორტული სკოლის დირექტორმა არამ სუქიასიანმა ისაუბრა მიღწევების შესახებ და აღნიშნა “აბულის” ფეხბურთის გუნდის მიღწევები. 2024 წლის 23 თებერვალს ახალქალაქის სპორტულმა სკოლამ თბილისის ფეხბურთის კლუბ „დინამოსთან“ „აბულის“ გუნდის გაწვრთნაზე კონტრაქტი გააფორმა. სკოლის დირექტორმა პრობლემად სკოლის ტრენერების დაბალი ხელფასები აღნიშნა.