ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორის თანამდებობაზე 141 განაცხადი შევიდა. ტესტირება უკვე ჩატარდა 10 მარტს, თუმცა შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა.
ამ ეტაპზე, 6 მარტამდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დირექტორის თანამდებობაზე განაცხადი 42 სკოლაში შევიდა. ეს პროცესი 2-3 წელია გრძელდება, ზოგიერთ სკოლაში უკვე აირჩიეს და დანიშნეს დირექტორები.
განაცხადები ნაწილდება სკოლებს შორის შემდეგნაირად:
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში დირექტორის თანამდებობაზე 4 კანდიდატია პრეტენდენტი;
ბუღაშენში – 2; ბურნაშეთში – 3; დიდ სამსარაში – 2; სოფელ დილისკას N1 სკოლაში 4 კანდიდატია; ჩამდურაში – 3; ჩუნჩხაში – 3; ეხტილაში – 3; აგანაში – 4; ალასტანში – 3; სოფელ ალათუმანში – 3; ახალქალაქის №5 საჯარო სკოლაში -5; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანაში – 4; ბალხოში – 1; სოფელ ბარალეთის მე-2 სკოლაში – 4; ბავრაში – 5; კარტიკამში – 4; სოფელ კარწახში – 3; კიროვაკანში – 3; კორხში – 5; სოფელ კოთელიაში – 4; კოჩიოში – 3; კუმურდოში – 1; მაჯადიაში – 3; მერენიაში – 4; სოფელ მიასნიკიანში – 2; ოკამში – 2; ოლავერდეში – 1; ორჯაში – 3; სოფელ პატარა სამსარში – 4; პტენაში – 1; ახალქალაქის №1 საჯარო სკოლაში -10; ახალქალაქის №2 სკოლაში – 3; ქალაქის №3 – 4 სკოლაში; ქალაქის №4 საჯარო სკოლაში – 7; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოლარში – 1; სოფელ სულდაში – 4; თახჩაში – 2; სოფელ ვაჩიანში – 4; ვარევანში – 3; ხანდოში – 3; ხულგუმოში – 3.
აღსანიშნავია, რომ კანდიდატებს შეეძლოთ 3-მდე სკოლის მონიშნვნა, სადაც დირექტორობა სურთ.