№15 ყოფილი სამხედრო ქალაქის 3 მრავალსართულიანი კორპუსის მოსახლეობა, დაახლოებით 120 ოჯახი, კვლავ ელოდება საცხოვრებელი სახლების პრივატიზების ნებართვას. ისინი შესაბამის ორგანოებთან ნებართვის მიღების მიმართვით დაიღალნენ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო ქონების სამსახურში ამბობენ, რომ თავდაცვის სამინისტროსგან დადებით პასუხს ელოდებიან, რომ პრივატიზაციის პროცესი დაიწყონ.
№15 ყოფილი სამხედრო ქალაქი ახალქალაქის სამხრეთ გარეუბანში მდებარეობს. ამ ადგილას ოდესღაც ახალქალაქში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის ერთ-ერთი ნაწილი იყო განთავსებული. ეს სამხედრო ნაწილი 1989 წელს დაიკეტა და საცხოვრებელი კორპუსები, რომლებიც ამ ნაწილში იყო, მათში მცხოვრებს გადაეცათ.
62-ე რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც „მე-15 გოროდოკს“ მოიცავდა, ახალქალაქიდან 2007 წელს გავიდა. 17 წელი გავიდა, მაგრამ ამ სახლების მცხოვრებლები სახლების პრივატიზებას დღემდე ვერ ახდენენ.
Jnews-მა ამ პრობლემის შესახებ არაერთხელ დაწერა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაინტერესდა, რა ბედი ეწევა ამ სახლებს.
დღეს გადავწყვიტეთ დაგვეზუსტებინა, არის თუ არა ამ საკითხში რაიმე წინსვლა. ახალქალაქის სახელმწიფო ქონების დეპარტამენტის უფროსი თამაზ გვარამაძე ამბობს, რომ ამ საკითხს ორი სამინისტრო წყვეტს.
„ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ორ სამინისტროს შორის: ეკონომიკისა და თავდაცვის სამინისტროს შორის. როცა გადაწყდება, ინსტრუქცია გვექნება და მოსახლეობას შევატყობინებთ, რა და როგორ უნდა გააკეთონ. სამჯერ იყვნენ მოსულები, მონახაზები გააკეთეს. სახელმწიფოს ამ სახლების გადაცემა სურს. უკანონო ნაგებობა ბევრია, ეს საკითხიც უნდა მოგვარდეს, მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვდება გადაცემის პრინციპი, თითოეულ ობიექტზე კონკრეტული მიდგომა იქნება“, – თქვა ახალქალაქის სახელმწიფო ქონების დეპარტამენტის უფროსმა თამაზ გვარამაძემ.
№65 კორპუსის მცხოვრები ამბობს, რომ დაიღალა სხვადასხვა ინსტანციებში მიმართვით, არავითარი წინსვლა მაინც არ იქნება.
„30 წელია აქ ვცხოვრობ, და 30 წელია ვიხდი ელექტროენერგიის, ნაგვის, წყლის გადასახადს, სად მიდის ეს ფული, თუკი ადგილობრივ ხელისუფლებას არ ეკუთვნის, ორი წლის წინ მოვიდნენ და მონახაზები გააკეთეს, ბინების კვადრატები განსაზღვრეს და წავიდნენ, ჩვენს მოთხოვნებზე პასუხი არ მიგვიღია. უშედეგოა“, – ამბობს ის.
კიდევ ერთი მცხოვრები მანუკიანი ამბობს, რომ მათ თავდაცვის სამინისტროს წერილი ბოლოს გასული წლის სექტემბერში გაუგზავნეს და იმავე წლის ნოემბრის ბოლოს მიიღეს პასუხი.
„ჩვენი განცხადების საპასუხოდ კვლავ მოითხოვეს საბუთები, მერიამ უკვე დიდი ხნის წინ გაგზავნა ყველა ეს დოკუმენტი (მცხოვრების ორდერი, კომუნალური გადასახადების ჩეკები, პირადობის მოწმობები), მაგრამ ისევ მოითხოვეს“, – თქვა მანუკიანმა.
ამ მაღალსართულიან კორპუსებთან არის 5 საკუთარი სახლი, რომლებიც ადრე პატარა სახლები იყო. მოსახლეობამ ხის სახლები დაშალა და მათ ადგილას ქვის სახლები ააშენა, იქ ახლა 5 ოჯახი ცხოვრობს. ამ სახლების პრივატიზაციის პრობლემაც იყო. მათ პრივატიზებაზე უარი უთხრეს იმავე მიზეზით, ანუ იმიტომ, რომ ისინი თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მიწა, რომელზეც ეს სახლები იყო განთავსებული, დიდი ხანია ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა. ახლა ეს სახლები უკვე პრივატიზებულია.