ხანგრძლივი უამინდობის შემდეგ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ფერმერებმა მარცვლეულის თესვა დაიწყეს. ვიღაცამ გადაწყვიტა მეტი მარცვლეულის დათესვა, ვიღაცამ ნაკლები და ვიღაცამ ისევე, როგორც წინა წლებში. ჯერ კიდევ ძნელია იმის შეფასება, გაიზრდება თუ არა ამ ეტაპზე კულტურების ფართობი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მარცვლეულის თესვა მიმდინარეობს. ზოგან სოფლებმა უკვე დაასრულეს, ზოგან პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ, ასევე არსებობს სოფლები, სადაც ჯერ არ დაუწყიათ. ეს ის სოფლებია, რომლებიც დანარჩენებზე შედარებით შემაღლებულ ადგილას მდებარეობს. მაგალითად მცირე და დიდი სამსარა, მოდეგამი. თესვის პროცესშია შემდეგი სოფლები: მურჯახეთი, ხანდო, ჩამდურა, ვაჩიანი, ორჯა და სხვები.
ფერმერებმა წელს ამინდის პირობების გამო, მარცვლეულის თესვა ჩვეულებრივზე გვიან დაიწყეს და ახლა ჩქარობენ, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ, რადგან მალე კარტოფილის და სხვა ბოსტნეულის დარგვის დრო იწყება.
მუნიციპალიტეტში ძირითადად მარცვლეულის კულტურებს კარტოფილზე ნაკლებს თესავენ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ფერმერებმა ვერ შეძლეს კარტოფილის მოსავლის რეალიზება წელს, დიდი ალბათობით, რეგიონში მარცვლეულის მინდვრები გაიზრდება.
სტატისტიკის თანახმად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მარცვლეულის მინდვრები 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს გაიზარდა.
2020 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 7422 ჰექტარი ქერი, 2545 ჰექტარი ხორბალი დათესეს, მიიღეს 24 493 ტონა ქერი და 9671 ტონა ხორბალი. 2019 წელს მუნიციპალიტეტში 6817 ჰექტარი ქერი, 2356 ჰექტარი ხორბალი დათესეს, შესაბამისად 18 646 ტონა და 7573 ტონა აიღეს.
სოფელ ბარალეთის ფერმერები წლეულს, არ აპირებენ მარცვლეულის მინდვრების გაზრდას, ისინი კარტოფილს დათესავენ.
”პირველ რიგში, გასული წლიდან თესვისთვის ტერიტორია დავაზუსტე, მეორეც, კარტოფილი არ გაიყიდა, რა ვქნათ, ხომ ვერ გადავყარით, დავთესავთ”, – თქვა ფერმერმა სოფელ ბარალეთიდან.
შარშან ქერის ფასი იყო 70-80 თეთრი კგ-ზე. მარცვლეულის თესვა მუნიციპალიტეტში ხორციელდება ტექნოლოგიის დახმარებით და ხელით, როგორც ძველ დროს.
სოფელ პატარა სამსარის მკვიდრი აშოტი, წელს “ხოფანში” სამუშაოდ წავა, ამიტომ ალბათ მარცვლეულის თესვას გაზრდის.
“შარშან სამუშაოდ წასვლა ვერ მოვახერხე, ამიტომ ბევრი კარტოფილი დავთესე, რადგან ამას ბევრი შრომა და ნაკლები მარცვლეული სჭირდება. წელს წავალ და, ალბათ, ისე, რომ ქალებს არ გაუჭირდეთ, მე უფრო მეტ მარცვლეულს დავთესავ”, – ამბობს აშოტი.
სოფელ ორჯას მკვიდრიც არ აპირებს მარცვლეულის მინდვრების გაზრდას.
“მე ვცვლი მინდვრებს, ერთ წელს ერთ ადგილზე ვთესავ, მეორე წელს სხვაგან. ამიტომ, მარცვლის თესვას არც გავზარდე და არც შევამცირე”, – თქვა ანაიდ აპოზიანმა.
ახალქალაქში სოფლის მეურნეობა წამგებიანი ბიზნესია. ყოველწლიურად ფერმერები იგივე პრობლემებს აწყდებიან: სტიქიები, პარაზიტები, რეალიზაცია, დაბალი ფასი.