სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის მოსავლის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები ახალქალაქს ესტუმრნენ, რათა გაეცნონ შარშანდელი მოსავლის კარტოფილის რეალიზაციასთან დაკავშირებულ ვითარებას მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კარტოფილის რეალიზაციასთან დაკავშირებით რთულ მდგომარეობაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან წერილი მიიღო.
4 მარტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რეგიონში არსებული კარტოფილის რეალიზაციის პრობლემაზე მსჯელობა გაიმართა. ამის შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილი გაეგზავნა, რომ მუნიციპალიტეტის ფერმერებს დაახლოებით 100 000 ტონა კარტოფილის გაყიდვაში დაეხმარონ, რომელიც საწყობებშია დარჩენილი და მალე გაფუჭდება.
ახალქალაქის კარტოფილი კვლავ საწყობებშია – საკრებულომ განგაში ატეხა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილზე ახალქალაქის საკრებულოს ოფიციალური პასუხი არ მიუღია, თუმცა, სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის მოსავლის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები ნოდარ ხოხაშვილი და გიორგი რაზმაძე ახალქალაქში იყვნენ, რათა ადგილზე გაცნობოდნენ პრობლემას. მათ სოფლები დილისკა, არაგვა, ჩამდურა და კოთელია მოინახულეს.
„სამინისტროდან მოვიდა ორი ადამიანი, მითხრეს, რომ წერილში მოცემული ინფორმაცია მიიღეს, მაგრამ თავად სურდათ სოფლის მოსახლეობასთან საუბარი. რამდენიმე სოფელში იყვნენ. შემდეგ მათ დავუკავშირდი და მითხრეს, რომ წერილში აღწერილი ინფორმაცია რეალობას შეესაბამება, რომ ეს ყველაფერი მინისტრებს და მოადგილეებს გადასცეს, ხოლო სამინისტროში რას გააკეთებენ, ისინი ვერ იტყვიან“, – თქვა ნაირი ირიციანმა.
აღვნიშნავთ, რომ ახალქალაქში კარტოფილის რეალიზაციის საკითხი ყოველთვის პრობლემაა, ზოგიერთ წლებში აქ მოყვანილი მოსავლის დიდ ნაწილს ვერ ყიდიან, ზოგ წლებში ნაკლებად ფუჭდება. ადგილობრივ კარტოფილზე მოთხოვნის ნაკლებობის გამო 2023 წლის მოსავალი ვერ გაიყიდა. ადგილობრივი მიწათმოქმედები ჩივიან და ამბობენ, რომ წელს უფრო ნაკლებ კარტოფილს დათესავენ, ვიდრე ადრე.
საქართველოში კარტოფილის იმპორტი გაორმაგდა
ახალქალაქის კარტოფილს კვლავ რეალიზაციის პრობლემა შეექმნა