15 მარტს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც გენდერული თანასწორობისა და ზოგადად ქალთა უფლებების საკითხებს ეხებოდა.

საინფორმაციო შეხვედრაზე მოწვეული იყო 50-მდე ქალი საბავშვო ბაღებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, მუნიციპალური დაწესებულებებიდან, რომლებიც მოზარდებთან და ახალგაზრდებთან მუშაობენ. საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა CENN-ის პროექტის „პროფესიული ახალგაზრდული პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული.

Дизайн без названия - 1

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით, პრეზენტაცია წარმოადგინა პროგრამის კურსდამთავრებულმა არუსიაკ ფარმანიანმა, რომელმაც ოჯახში ძალადობის ფორმებსა და საქართველოში სტერეოტიპებზე ისაუბრა. დამსწრეებს გადაეცათ ბუკლეტები საჭირო ნომრებით, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა სედა მელკუმიანმა კი ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ სახეობებზე, ბავშვებზე ძალადობაზე, ადრეულ ქორწინებაზე და გენდერულ საკითხებთან დაკავშირებულ ყველა პრობლემაზე ისაუბრა. დეპუტატმა მოუწოდა ბავშვებთან მუშაობის დროს ვიყოთ მგრძნობიარე, რათა გავიგოთ, რა მდგომარეობაა ოჯახში, ექვემდებარებიან თუ არა ისინი (ბავშვები) ახლობლების მხრიდან ძალადობას. მან ასევე გვაცნობა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო ქალებს ოჯახში ძალადობისგან თავშესაფრის პოვნაში დაეხმარება. მან ისაუბრა განათლების მიღების მნიშვნელობაზე, ადრეული ქორწინების, პატარძლების მოტაცების აღმოფხვრაზე და მსგავს დანაშაულებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე. დამსწრე საზოგადოებას ასევე ესაუბრა ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენელი საქართველოში, ანდრანიკ ბაღდასარიანი, რომელმაც ისაუბრა ოფისის საქმიანობაზე და იმაზე, თუ როგორ აფიქსირებენ და რეაგირებენ ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის შემთხვევებზე, რომლებიც სახლში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან.

Дизайн без названия - 1
„მიზანი იყო, რომ საქართველოს ეთნიკურ უმცირესობებს, რომლებსაც ენობრივი ბარიერი აქვთ, გაცნობოდნენ ამ საკითხებს და მსგავსს პრობლემებს, რათა ქალებმა დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ შვილებიც. იცოდნენ, ვის მიმართონ, რა სახის დახმარება თხოვონ”,- Jnews-თან საუბარში თქვა არუსიაკ ფარმანიანმა.

შედეგად, პროექტის მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის სერტიფიკატები.