ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან დღემდე მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრების სტატუსი 43 661 ადამიანმა მიიღო. პროცესი გრძელდება, თუმცა ტექნიკურ მომსახურების ხარჯებს ადგილობრივი ხელისუფლება იხდის და არა ევროკავშირი.

2015 წელს საქართველომ “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” ახალი კანონი მიიღო. თუმცა, მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრების სტატუსის მინიჭების შესახებ პუნქტი  2016 წელს ამოქმედდა და ამავე დროს, ხალხმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სტატუსის მოთხოვნა დაიწყო. ეს კანონი ასტიმულირებს სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლას მაღალმთიან რეგიონებში. კანონის თანახმად, მაღალმთიანეთის მოსახლეობის სხვადასხვა ფენა სხვადასხვა შეღავათებს იღებს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან 2021 წლის ივლისამდე, 43 661 ადამიანმა მიიღო მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრების სტატუსი, რომელთაგან 13 612-მა სტატუსი საკუთარი განცხადების შესაბამისად, ხოლო 30 049-მა – ავტომატურად მიიღო. მათ შორის, ვინც ავტომატურად მიიღო, ძირითადად შედიან პენსიონერები და სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლები, სოციალურად დაუცველი ადამიანები.

2016 წლიდან, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო, სტატუსი 1 663 ადამიანს გაუნულდა, შეუჩერდა 209-ს (ამ კატეგორიაში ძირითადად შედიან სტუდენტები). სტატუსი 21 ადამიანმა აღადგინა.

2016 წლიდან დღემდე მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრების სტატუსის ცნობა 6 711 ადამიანმა მიიღო.

2016 წლის შემდეგ, სტატუსის მინიჭების პროცესის შენარჩუნების ხარჯი ევროკავშირმა დაფარა, მაგრამ წლეულს მათი პროექტი დასრულდა და მუნიციპალიტეტებმა უნდა გამოყონ თანხები საკუთარი ბიუჯეტიდან. ამ ხარჯებისთვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა წელს ბიუჯეტიდან 4000 ლარი გამოყო.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსის, ხაჩატურ ალექსანიანის თქმით, ხალხი ყოველდღე მიმართავს სტატუსის მოთხოვნით.

“დღეში სულ მცირე 10 -15 ადამიანი მოდის ჩვენთან, ან წარადგენენ განცხადებას სტატუსის მისაღებად ან იღებენ ამ სტატუსს. ბავშვის დაბადების დროს, ისინი ასევე მოდიან სერთიფიკატის მისაღებად, სამუშაოსთვის, ასევე სერთიფიკატი გვჭირდება. პროცესი მუდმივია ”, – ამბობს ხაჩატურ ალექსანიანი.

აღვნიშნავთ, რომ მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი შეიძლება მიიღოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქემ, ეს კანონი არ ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინადრობის ნებართვით. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან რეგიონში მცხოვრების სტატუსს ანიჭებს მერი. მის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ განცხადება და შემდეგი დოკუმენტები.

1. განცხადება

2. პასპორტის ასლი

3. იმ ადამიანის სახელზე კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითარი, ვისაც სურს სტატუსის მიღება. ანუ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აბონენტი სხვის სახელზეა დარეგისტრირებული, სააბონენტო მომსახურებების ბანკში გადახდისას, განმცხადებელს შეუძლია ქვითარი საბუთის სახით წარადგინოს.

როგორ მივიღოთ მაღალმთიანობის სტატუსი