25 ივნისს ახალქალაქის ცენტრალური პარკი მორთეს. დღესასწაულად ქცეულ ღონისძიება „მუსიკალურ საღამოებზე“ რაიონის მცხოვრებლები შვილებთან ერთად მივიდნენ.

ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყო და 22:00 საათამდე გაგრძელდა.

sirun tgha

მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა,, გასართობი თამაშები და ქაფის ჩვენება, მოიწვიეს ზღაპრის გმირებიც.

vistvka

vistvka1

animator

aghjnak

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამცხე-ჯავახეთის პროვინციის თანამშრომლები დაესწრნენ.

gubernia

ღონისძიების შესახებ ცნობებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველოს უფროსი ვალერი სტელმაშოვი ავრცელებს:

„ღონისძიება სახელმწიფოს ინიციატივა იყო, რომელიც თავად დააფინანსა. ჩვენ მხოლოდ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვასა და სტენდების მოწყობაზე ვიზრუნეთ, ყველაფერში დავეხმარეთ. კონკრეტული დღესასწაული არ იყო, უბრალოდ მუსიკალური საღამო მოეწყო, რომელმაც ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა და ახალგაზრდებიც გაააქტიურა“.

erexaner

საღამომ ანსამბლ “შვიდკაცას” და ჯგუფ “Mix2ra”-ს ულამაზესი გამოსვლებით ჩაიარა.

gruppa

tghaner