ახალქალაქში 11 ივლისს Liberty ბანკი დაიკეტა. ყველა თანამშრომელმა PCR ტესტირება გაიარა. შედეგები უარყოფითი იყო, კორონავირუსით ინფიცირებულისა გარდა, რომელსაც ვირუსი 10 ივლისს დაუდასტურდა. ბანკმა მუშაობა 13 ივლისს განაახლა.
ბანკის თანამშრომლების ტესტირების მიზეზი 10 ივლისს COVID-19-ით დაინფიცირებულ თანამშრომელი გახდა. ვირუსი ბანკის ერთ-ერთი განყოფილების უფროსსა და მისი ოჯახის წევრებში გამოვლინდა. ინფიცირებულთა მდგომარეობა ნორმალურია, ისინი სახლში მკურნალობენ.