GGTC ქართული გაზგამანაწილებელი კომპანიის გვერდის ინფორმაციის თანახმად, 2024-2025 წწ. ჯავახეთში გაზიფიცირებული იქნება 13 სოფელი: 8 ახალქალაქში და 5 ნინოწმინდაში. წელს ყველა სოფელში პროექტების შედგენის სამუშაოები ჩატარდება და 2025 წელს იქნება გაზიფიცირებული.
უნდა აღინიშნოს, რომ სოფლების გაზიფიკაციის პროექტი სახელმწიფო დაფინანსებით ტარდება. 2024 საარჩევნო წელს მხოლოდ პროექტები იქნება შედგენილი, ხოლო ამის შემდეგ არის დაგეგმილი გაზიფიკაცია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის, რომლებიც აღნიშნული პროგრამით უნდა იქნეს გაზიფიცირებული, არის აბული, თახჩა, მოდეგამი, ბუზავეთი, დიდი და პატარა სამსარი. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებული იქნება გორელოვკა, ჟდანოვი, სამება, ეფრემოვკა, ორლოვკა.
აღვნიშნავთ, რომ გაზიფიკაციის პროგრამა, რომელსაც ქართული გაზგამანაწილებელი კომპანია ახორციელებს, 2019 წლიდან ტარდება. 2019-2020 წწ. ახალქალაქის სოფელ პტენასა და ჩუნჩხაში გაზის ცენტრალური მილი იქნა გაყვანილი. მაგრამ გაზიფიკაცია 3 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. გაზი აბონენტებამდე 2023 წელს მივიდა.
გვერდზე აღნიშნულია, რომ ეს სახელმწიფო პროგრამაა, ეს პროექტებიც სახელმწიფოს ხარჯით ფინანსდება.
„საქართველოს გაზგამანაწილებელი კომპანიის მორიგი სამწლიანი გეგმის ფარგლებში, ხელისუფლების განკარგულების საფუძველზე დაგეგმილია გაზიფიკაციისთვის აუცილებელი საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ჩატარება, რათა 2022-2024 წწ. 244 რეგიონში 39 698 აბონენტი იყოს ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი“,-აღნიშნულის გვერდზე.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სოფელ თახჩას გაზიფიკაციის პროცესი გასულ 2023 წელს სოფლის ქველმოქმედების და SJGC გაზგამანაწილებელი კომპანიის ერთობლივი დაფინანსებით დაიწყო. სამუშაოები ჩატარდა, გაზის მილი თითქმის სოფლამდე მივიდა. მაგრამ GGTC ქართული გაზგამანაწილებელი კომპანიის ინფორმაციით, სოფლის გაზიფიკაციის პროექტი წელს იქნება შედგენილი. ჯერჯერობით უცნობია, სოფელ თახჩაში სამუშაოები როგორ ჩატარდება, დაიწყება თუ არა ყველაფერი თავიდან, ან გათვალისწინებული იქნება თუ არა ჩატარებული სამუშაოები.
სოფელი თახჩა 12 მეურნებით იქნება გაზიფიცირებული
აღვნიშნავთ, რომ GGTC ქართული გაზგამანაწილებელი კომპანია გაზის მომარაგებით არ არის დაკავებული, შესაბამისად, უცნობია, ჩამოთვლილი სოფლები გაზს საიდან მიიღებენ. როგორც SJGC კომპანიის დირექტორმა გვაცნობა, ინფორმირების, პროექტირების ფარგლებში კომპანიის დახმარების მზადყოფნა გამოხატეს, თუმცა პროექტის რეალიზაციასთან არავითარი კავშირი არ აქვთ.
Jnews-მა კოპმპანიაში მოთხოვნა გაუშვა, რათა გაერკვია, სოფლებში გაზის უზრუნველყოფით ვინ დაკავდება, ასევე რა მოხდება სოფელ თახჩაში, რომლის გაზიფიცირებაც SJGC კომპანიასთან ერთობლივად იგეგმებოდა.