დღეს, 13 ნოემბერს, ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭომ, ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის პოზიციის გათვალისწინებით, განცხადება გაავრცელა, სადაც სომხეთის რესპუბლიკის არსებულ ხელისუფლებას მოუწოდებს ექსცესების გარეშე გადადგეს.
ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სომეხთა არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ბოლო თვენახევრის განმავლობაში ჩვენს რეგიონში მღელვარებაა, რაც წლების განმავლობაში მიწყნარებული, არცახის საკითხის გამწვავებასთანაა დაკავშირებული. არცახის წინააღმდეგ აზერბაიჯანის უშუალო წაქეზებითა და მხარდაჭერით თურქეთმა ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, ამასთანავე საკუთარი დანაშაულების მასშტაბები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა.
მთელი ამ დროის განმავლობაში, სომხური მხარის განცხადებები იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის მხარე საბრძოლო მოქმედებებში დაქირავებულ ტერორისტებს იყენებდა, მტკიცებულებებით იყო გამყარებული. მთელი მსოფლიოს სომხებმა, სამშობლოს მხარდაჭერის მიზნით, სწრაფად მოახდინეს ძალებისა და მატერიალური რესურსების მობილიზება. საკუთარი ქვეყნებიდან გააგზავნეს მოხალისეები, რათა არცახის რეალიებს ჭეშმარიტი, სამართლიანი შეფასება მისცენ, ასევე გამოვიდნენ მოწოდებებით, რათა სათანადო ზომები ყოფილიყო მიღებული.
ჯავახეთის სომხებმა, რომლებიც საკუთარი სამშობლოს პულსაციას ბევრად მძაფრად გრძნობენ, არცახში ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების გაგზავნის ოპერატიული ორგანიზება არაერთხელ მოახდინეს. შეგროვილი სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი სომხეთის ფონდ “აიასტანში” გადაირიცხა.
ჯავახეთში ასევე გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ საქართველომ თავდაპირველად ორ მეზობელ ქვეყანას შორის კონფლიქტში ოფიციალური ნეიტრალიტეტის შესახებ გამოაცხადა, ასევე ის, რომ ქვეყნის სახელმწიფო საზღვრები კორონავირუსის პანდემიის გამო იყო დაკეტილი. აქ ასევე ორგანიზებული იყო ხალხმრავალი მშვიდობიანი დემონსტრაციები “დედა-სომხეთის” მხარდასაჭერად, რომლებზეც მშვიდობისაკენ მოწოდებები ჟღერდა.
დაახლოებით ორმოცდახუთი დღე ყველა სომეხი ფრონტის წინა ხაზიდან გულშემზარავ სიახლეებს ელოდა. ყოველდღიურად თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივნის დონეზე ვრცელდებოდა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სომხური მხარე სასტიკი ომის პოზიციებში ძლიერი იყო, არის გარკვეული ტაქტიკური უკან დახევები, რომელთა დაბრუნება შესაძლებელია. თუმცა, შეთანხმების შემდეგ, რომელსაც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 9 ნოემბერს საიდუმლოდ მოაწერა ხელი, გახდა ცნობილი, რომ ამ დროის განმავლობაში სომხებს საყოველთაოდ ატყუებდნენ.
ჯავახეთში შეწუხებულნი არიან ფარულად ხელმოწერილი შეთანხმების შინაარსით და სამართლიანად აღნიშნავენ, რომ ის ყველა პუნქტით ეროვნულ კატასტროფას გამოიწვევს. ამასთან დაკავშირებით ჯავახეთიდან სომხეთში ჯანსაღი აზრისა და გულწრფელობისაკენ მოწოდებები გაისმის, “სავარძლის” გამო საფრთხე არ შეექმნეს სომხეთის მრავალსაუკუნოვან ოცნებასა და საბოლოოდ რეალიზებულ სახელმწიფოს, არ აქციონ ვაჭრობის საგნად სომეხ წმინდა მოწამეთა სისხლი.
ჯავახეთის არასამთავრობო ორგანიზაციების სომეხთა საბჭო, ამ საკითხში ითვალისწინებს რა ჯავახეთის სომხების პოზიციას და თვლის, რომ საუკეთესო გამოსავალია პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ პოზიციები დატოვოს.
სომხეთის ახლანდელ ხელისუფლებას მოვუწოდებთ ქვეყნის მმართველობა დატოვონ და ამ რთული ვითარებიდან გამოსავლის ნახვის საშუალება მისცენ, ფორმირება გაუკეთონ ახალ ხელისუფლებას და მოლაპარაკების პროცესს ლოგიკური შინაარსი მისცენ, სომხების უფლებების უკანონო დარღვევისაგან შეიკავონ თავი”.