კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე ჯავახეთში ტურისტების რაოდენობამ თანდათან მოიმატა, დაიგეგმა ციხეების რეაბილიტაციისა და შენარჩუნების სამუშაოები, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს ტურიზმის განვითარება, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი შეაჩერა.

არაერთხელ ითქვა, რომ ჯავახეთი ტბების, გამოსაკვლევი ციხესიმაგრეების, ეკლესიების, სამლოცველოების და სხვა მრავალის კუთხეა. ტურიზმის განვითარება რეგიონის ერთ-ერთ პრიორიტეტად განიხილება. თუმცა, ამ ეტაპზე ჯავახეთი პრაქტიკულად არ მოიაზრება იმ ადგილებს შორის, სადაც ტურიზმისთვის რამე კეთდება, მით უმეტეს, ტურისტული ინფრასტრუქტურა და მომსახურება არ ვითარდება.

ახალქალაქში ტურისტების ნახვა ძირითადად შეიძლება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის მუზეუმში, ან ჯავახეთის ეროვნულ პარკში. პანდემიის პირობებში ვიზიტორები, არც იქ არიან.

 

 

ადგილობრივი კულტურული ძეგლების გაყინული რეაბილიტაცია  

ახალქალაქის ციხე შესაძლოა ტურისტულად მიმზიდველი ადგილი გახდეს, ისევე, როგორც რაბათი ახალციხისთვის. მაგრამ კონსერვაციის და აღდგენის სამუშაოები, მანამდე კი დაგეგმილი გათხრები და კვლევები შეჩერდა ისე, რომ, არც იყო დაწყებული. COVID-19- ის გამო, სამუშაოები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

«ერთი წლით ადრე ჩვენ ახალქალაქის ციხის გაწმენდას ვგეგმავდით, მაგრამ პანდემიის და მასთან  დაკავშირებული ფინანსური პრობლემების გამო, მეორე კვარტალში სახსრები აღარ იყო. ვვარაუდობ, რომ ეს სამუშაოები მომავალი წლისთვის კიდევ ერთხელ გადაიდება»,- ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ბექა ბარამიძე.

სოფელი კუმურდო, სადაც კათედრალური ტაძრის სამუშაოები მიმდინარეობს, კიდევ ერთი ტურისტული პუნქტი უნდა გამხდარიყო. 2015 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ «კულტურული ლანდშაფტის» განვითარების გეგმა შეიმუშავა, რომელიც, ასევე კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და განვითარებას ითვალისწინებდა. პროგრამა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს მოიცავს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა ვარძიიდან კუმურდომდე.

«კუმურდოში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა ამისა მეტს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მომავალში ვარძიას განვიხილავთ კულტურული მემკვიდრეობის ლანდშაფტის ძეგლის კომპლექსში. ამ კომპლექსურ ლანდშაფტში შეიძლება კუმურდოს საკათედრო ტაძრის განხილვაც. უცხოელი სპეციალისტები განვითარების პროექტზე მუშაობენ».

ბექა ბარამიძე განმარტავს, რომ კორონავირუსმა რადიკალურად შეცვალა სააგენტოს დაგეგმილი მუშაობა, რადგან შემოსავლები მკვეთრად შემცირდა.

«ტურისტული ნაკადი შემცირდა და შესაბამისად, ჩვენი შემოსავალიც შემცირდა. იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელს დაახლოებით 7 000 000 ლარის შემოსავალს ველოდით, მაგრამ მხოლოდ 500 000 ლარი შეადგინა. ეს სახსრები იყო დაგეგმილი. საბიუჯეტო სახსრების გარდა სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროექტისთვის ძალიან დიდი ფინანსების გამოყენებას ვგეგმავდით».

Krepost ახალქალაქის ციხე

 

COVID-19 და რელიგიური ტურიზმი

ახალქალაქში სარგსიანის ქუჩა დანარჩენისგან განსხვავდება. აქ, თეთრი ორსართულიანი სახლის მოპირდაპირედ მაწანწალა ძაღლების თავშესაფარია, გვერდით – შადრევანი. ცოტა მოშორებით არყის და ტირიფის ხეებია, რომლის ქვეშ ხის ფანჩატურია. თეთრი შენობა ახალქალაქში მართლმადიდებლური ეკლესიის ეპარქიას ეკუთვნის.

მეუფე ნიკოლოზი თავისი საინტერესო და ძველებური ნივთების, ნახატების კოლექციით არის ცნობილი, რომლებმაც მუზეუმში დაიდეს ბინა.

ამ ბოლოს მეორე სართულზე უზარმაზარი დარბაზის მშენებლობა დაიწყო, სადაც მუზეუმის გაფართოება იგეგმება.

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მუზეუმის დირექტორი ნინო მურცხვალაძე ამბობს, რომ პროექტი LAG- მა (ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ENPARD პროგრამის ფარგლებში) და ევროკავშირმა დააფინანსა. მისი თქმით, ეს რეგიონში ყველაზე მასშტაბური სოციალური პროექტია, რომელსაც ისინი აფინანსებენ.

«ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მუზეუმი მეუფე ნიკოლოზმა 2012 წელს დააარსა. უკვე ჩავატარეთ ძირითადი სამუშაო (გაფართოების). 2019 წელს ამ მუზეუმის მშენებლობა დავიწყეთ. შემდეგ მთელ მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა. სამწუხაროდ, სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილი დაგვრჩა, სახანძრო კიბეების დასრულება ვერ მოვახერხეთ. რადგან პანდემიის პირობებში ყველაფერი გაძვირდა, სამშენებლო მასალა ორ-სამჯერ გაძვირდა. თუმცა, მალე დაწყებისათვის ვემზადებით. ახალქალაქშიც ძალიან საინტერესო მუზეუმი გვექნება».

ნინო ყვება, რომ კორონავირუსმა, ასევე იმოქმედა ტურისტების რაოდენობაზე, რომლებიც რელიგიურ ობიექტებს აკითხავდნენ. კორონავირუსამდე ბევრი იყო.
«პანდემიის დაწყებამდე დღეში 100-ზე მეტი ადამიანი ჩამოდიოდა. მუზეუმის გარდა, აქ არის ტურინის სუდარის ასლი, რომელიც სხვა ადგილას ინახება, ამ ასლის სანახავად მრავალი ადამიანი ჩამოდიოდა. რა თქმა უნდა, პანდემიის გამო, ერთი ტურისტიც არ არის. რაც დამახასიათებელია, უცხოეთიდან უფრო მეტი ტურისტი იყო, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობა».

კიდევ ერთი შეჩერებული სტარტი

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ეპარქიის მუზეუმის გარდა, LAG– მა კიდევ ერთი პროექტი დააფინანსა, რომელიც პირდაპირ ტურიზმთან არის დაკავშრებული.  «თრეველ ახალქალაქი» – ტურიზმისთვის საინფორმაციო ბაზამ ჯერ კიდევ ვერ მოასწრო სახსრების მოძიება.

 

Travel Axalqalaq Travel Akhalkalaki-ის ოფისი

ოფისი, სადაც Travel Akhalkalaki მდებარეობს, საინტერესო დიზაინერული გადაწყვეტილებით, ამჟამად მტვერშია. თვეებია აქ არ ჩამოსულან. პროექტი დაიწყო 2020 წლის იანვარში, ერთი თვის შემდეგ საქართველო ტურისტებისთვის დაიხურა.

«ჩემი პროექტი -არის საინფორმაციო ბაზა, რომელიც აუცილებელია ტურიზმის პოპულარიზაციისთვის. იქ, სადაც ტურიზმი ჯერ, მხოლოდ განვითარებას იწყებს, ნამდვილად საჭიროა საინფორმაციო ბაზა, რომელიც ამ მიმართულებით ინვესტორებს დაეხმარება … პოპულარიზაცია წარმატებით დასრულდა, თუმცა რისკებიც გვქონდა», – ყვება  პროექტის ავტორი, შოღიკ რაისიანი.

Travel სუვენირები ადგილობრივი სიმბოლოებით

პროექტის წერის დაწყებამდე, როგორც LAG-ის წევრი, არქიტექტორი, შოღიკ რაისიანი იყო ტურიზმის ჯგუფის ლიდერი. კვლევების ჩატარების და ოთხი მიმართულების არჩევის შემდეგ, რომლებიც ჯავახეთში უნდა განევიტარებინათ, LAG-ის წევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტურიზმი ერთ-ერთი მათგანი იქნება.

«მაშინ უკვე მივხვდი, რომ საინფორმაციო ბაზა გვჭირდება, რადგან ერთი ობიექტის შექმნით, კარგი შთაბეჭდილების დატოვებას ვერ შევძლებდით.  უნდა შეგვეერთებინა ეს ყველაფერი. ეს აუცილებელი იყო. იმდენი ტურისტული ადგილია, რომლებიც აქ ვიცი, თუმცა ნახევარზე დაახლოებით წარმოდგენა არ გვაქვს, რადგან ისინი გამოკვლეული არ არის. ასე დატოვება არ შეიძლება. დემონსტრაციისთვის მუნიციპალიტეტის ექვსი ტურისტული ადგილი ავიღე. ჩვენ ამ რეგიონებისთვის რუქები გავაკეთეთ. ბევრი სამუშაო, კვლევა ჩატარდა, მაგრამ… ბოლოს რა მოხდა? ონლაინ რუკა, სადაც ყველა ტურისტული ადგილი და ძეგლია. ასევე ვვარაუდობდით, რომ ტურისტებისთვის ონლაინ კონსულტაციები და ბროშურები იქნება».

suvenir 1 სუვენირები, რომელთა ყიდვაც შეუძლიათ ტურისტებს

საბოლოოდ არაგულგრილი ხალხის დახმარებით, რუსეთიდან ჩამოსული თანამემამულეები გამოჩნდნენ, რომლებიც სუვენირებს ამზადებდნენ. Travel Akhalkalaki თიხის, ხის სუვენირებს აწარმოებს, რომლებიც ჯავახეთს აღწერს, რომლებიც ახლა თაროზე იმტვერებიან. ასევე არსებობს საინფორმაციო ვებ-გვერდი ტურისტებისთვის – travelakhalkalaki.com.

«და ეს ყველაფერი ასე დარჩა. მუშაობა ვერ გავაგრძელე, მაგრამ ვფიქრობ, გარკვეული ნაბიჯი, არც თუ ისე დიდი, მაგრამ გადაიდგა»,- ამბობს შოღიკ რაისიანი.

შოღიკმა ადგილობრივ ხელისუფლებასაც მიმართა, მხარი დაუჭირონ მის სოციალურ პროექტს პანდემიის დასრულებამდე და რეგიონში ტურისტების გამოჩენამდე. არანაირი დახმარება არ მიუღია.

ჯავახეთის ეროვნული პარკი პანდემიის ფონზე  

xozapini 4 ხოზაფინის ტბა სოფელ კარწახში

ჯავახეთის მოსახლეობის უმეტესობამ, რომლებიც ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებთან ახლოს არ ცხოვრობენ, არ იციან, რომ ახალქალაქს ეროვნული პარკი და ვიზიტორთა ცენტრი აქვს. ეს ის ადგილებია, სადაც ტურისტები დადიან.

«ჩვენ ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე ფასიანი მომსახურებ გვაქვსა. კარწახის ტბას ორი კოტეჯი აქვს, რომლებიც 2019 წლის ბოლოდან კოვიდის გამო დაიხურა. ჩვენი ძირითადი შემოსავალი სპორტული და სამოყვარულო თევზაობის შემოსავალი იყო, მეთევზეები სომხეთიდან ჩამოდიან, ისინი არიან ვინც თევზაობდნენ კარწახის ტბაში და მათთვის საზღვრები დაკეტილი იყო», – ამბობს ჯავახეთის ეროვნული პარკის დირექტორი, თამაზ მეტრეველი.

ხოზაფინის ტბის სანაპირო თურქეთის საზღვარზე ცარიელია. აქ რამდენიმე ადგილობრივი მეთევზეა. თამაზ მეტრეველი ამბობს, რომ ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისათვის მხოლოდ ცალკეული სტრუქტურების ძალისხმევა და ქმედებები არ იქნება საკმარისი. საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომ ხელისუფლებამ იმუშაოს ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე, მოსახლეობამ განავითაროს ტურისტების მომსახურება.

რესტორანი «ჯავახეთის შესასვლელში» თანდათან აქტიურ ცხოვრებას უბრუნდება

family corner 2

რესტორანი სოფელ განძაში

ნინოწმინდადან წალკისკენ მიმავალ გზაზე არის რესტორანი ტურისტებისთვის, მეორე სართულზე საოჯახო ტიპის სასტუმროა განთავსებული. ეს არის მარგარიანების საოჯახო ბიზნესი. კორონავირუსამდე ამ ადგილას ყოველთვის შეიძლებოდა ტურისტების ნახვა, რომლებიც სახლის გემრიელ საკვებს აგემოვნებდნენ.

«საოჯახო კუთხე», პანდემიის დროს, ისევე, როგორც სხვა მსგავსი დაწესებულებები, დაკეტილი იყო.

«კორონავირუსის დაწყებიდან მუშაობის საშუალება არ მოგვცეს, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ზარი შემოდიოდა. ახლა უკვე ნორმალური მოძრაობაა, ამ დროისთვის სხვადასხვა ადგილიდან გვყავს ჯგუფები. ტურისტები უფრო მეტია. აქტიურობა 20 მაისიდან დაიწყო. იმ პერიოდშიც კი, როცა დავიხურეთ, ძალიან ბევრი ზარი შემოდიოდა, ჯავშნები გადაიტანეს. 4 ივნისს ველოდებით სტუმრებს აშშ-დან და მოსკოვიდან», – ამბობს რესტორნისა და სასტუმრო მფლობელი, სამველ მარგარიანი.

მიუხედავად ყველაფრისა, ის არ აპროტესტებს შეზღუდვის ზომებს.

«მთელი ამ დროის განმავლობაში კომუნალურ გადასახადებს ვიხდიდით, გათბობის სისტემა არ გვქონდა გათიშული. მომუშავეებს ვუხდიდით ხელფასს, დიდი შენობა შევინარჩუნეთ, ამიტომ ზარალი დიდი იყო. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საერთოდ არ იყო მოგება. სახელმწიფომ 300 ლარი მოგვცა, ჩვენ მივმართეთ საგადასახადო ორგანოების მეშვეობით. რა უნდა გაგვეკეთებინა? სახელმწიფოს თავად სჭირდებოდა დახმარება. არ ვწუწუნებთ. ყველაფერი ნორმალურად იქნება, იმედი მაქვს, დავიწყებთ მუშაობას, ზარალს ავანაზღაურებთ».

სტაგნაციის დროს, მარგარიანების ოჯახმა პირობებისა და მომსახურების გასაუმჯობესებლად გამოიყენა.

«ჩვენ უკვე გვაქვს კემპინგი, გვიკვეთავენ და ტბასთან საჭმელს ვუმზადებთ. ყველანაირი პირობა გვაქვს კემპინგისთვის და ტბასთან შესაძლებელია ჭამა და ძილი, რასაც ისურვებთ. თუნდაც მთაზე. გვაქვს ბიოტუალეტი, გადასაადგილებელი საშხაპე, საველე სამზარეულო … ვერ ვხედავ ისეთ საქმეს, რომელიც მომგებიანი არ იქნება. უბრალოდ უნდა გინდოდეს და იმუშაო მთელი გულით», – ამბობს სამველ მარგარიანი.

Vid na syola ხედი ახალქალაქის ციხიდან აბულის მთაზე

ადგილობრივი ხელისუფლება ფიქრობს, რომ აქ ტურიზმი არ არის

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ახალქალაქში ტურიზმი არ არის, ამიტომ კორონავირუსმა გავლენა ვერ მოახდინა ეკონომიკის ამ სფეროში.

«კორონავირუსამდე ახალქალაქში არ იყო ტურიზმი, დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით. ჩვენ გვაქვს ნაკრძალი, იყო სხვადასხვა პროექტი, რომელიც LAG-მა დააფინანსა, ჩვენ გვქონდა იმედი, რომ ეს პროგრამები დაიწყებდა მუშაობას. იყო პროექტი კოთელიაში (სასტუმრო სახლი), იყო სასტუმრო სახლი ოლავერდში. მოვიდა ეროვნული პარკის ექსპერტი. ისინი აღშფოთებულნი იყვნენ იმით, რომ ელექტროენერგიის, წყლის გარეშე ააშენეს კოტეჯები (კოტეჯები ხოზაფინის ტბასთან). იქ არავინ გადაიხდის ფულს, რომ ასეთ პირობებში დარჩეს. ელემენტარული პირობები არ არის», – ამბობს ნაირი ირიციანი.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ტურიზმის სექტორის არცერთ წარმომადგენელს დახმარებისთვის არ მიუმართავს. და დამოუკიდებლად მათ ვერ დაეხმარებიან ამ საკითხში. დანახარჯის ასეთი პუნქტი არ არის ბიუჯეტში.

krepost1 ახალქალაქის ციხე

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვალერი სტელმაშოვიც მიიჩნევს, რომ კორონავირუსს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს არსებულზე.

«თუ ვიტყვი, რომ კორონავირუსმა გავლენა კულტურაზე ან სპორტზე მოახდინა, ეს ობიექტური იქნება. რაც შეეხება ტურიზმს, როგორ შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, რაც პრაქტიკულად არ არსებობს. ვინც ჩამოდის- ტრანზიტული ტურისტები არიან, ვიღაც ვარძიაში ჩამოვიდა, საქართველოდან ვინმე სომხეთში მიდის, ან პირიქით. ანუ ისინი მოვიდნენ სხვა ობიექტების დასათვალიერებლად, ან ახალციხეში რაბათის სანახავად. ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ», – ამბობს ვალერი სტელმაშოვი.

რაც შეეხება ტურიზმის მიმართულებით გუბერნიის მუშაობას, სტელმაშოვი თვლის, რომ საქმე თეორიას არ სცდება.

«ჩვეულებრივ, როგორც კი დაფინანსებას მოიპოვებე, ტრენინგებს ატარებენ. ტრენინგი კარგია, მაგრამ გამოსავალი არ არის», – ამბობს ის.

ვალერი სტელმაშოვი ამბობს, რომ შედეგი შესაძლოა შეინიშნოს იქ, სადაც ფული იხარჯება. მისი თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახსრები არასდროს ყოფილა გამოყოფილი ტურიზმის განსავითარებლად, ამიტომ, ამ მიმართულებით შედეგი არ არის.

 1 ივნისს, ტურისტებისთვის საზღვრები გაიხსნა. წელს საქართველოში მათი რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე შარშან. შესაძლებელია, თუ არა, ახალქალაქში ტურიზმის განვითარება იმ ადგილიდან მაინც გაგრძელდეს, სადაც პანდემიის დაწყებისას გაჩერდა, ან პანდემიამ ეს საკითხი უკანა პლანზე გადასწია? ამას ტურისტული სეზონის გახსნით მოეფინება ნათელი.