სპორტსმენი ახალქალაქიდან, ახალქალაქის სპორტსკოლის მოსწავლე, ბოქსის ევროპის ჩემპიონი არტიუშ გომციანი ოლიმპიური საგზურისთვის იბრძვის. დღეს მან ტურნირში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
3-11 მარტს იტალიის ბუსტო-არსიციოში ბოქსის პირველი მსოფლიო ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი ტარდება. 4-5 მარტს ღამით თბილისის დროით 00.00 საათზე 57 კგ წონით კატეგორიაში არტიუშ გომციანის პალესტინელი მოკრივის აბუსალა ვასიმას წინააღმდეგ პირველი შეჯიბრი გაიმართა.
გომციანმა მოწინააღმდეგე დაამარცხა და ოლიმპიური საგზურისთვის ბრძოლას გააგრძელებს. საგზურის მიღებისთვის მოკრივეს კიდევ 3 შეჯიბრი დარჩა.
იტალიაში 670 სპორტსმენი იბრძოლებს პარიზში ოლიმპიური თამაშები-2024-ის 49 საგზურის მოსაპოვებლად. 28 კვოტა იქნება გადანაწილებული მამაკაცებს შორის და 21- ქალებს. კვოტების მფლობელების უმეტესობა 10 და 11 მარტს გამოცხადდება.