28 თებერვალს, ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრში „ქალთა ჯანდაცვის სერვისების გაზრდილი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პროპაგანდა“ პროექტის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მეორე ეტაპზე საქართველოს სახელმწიფო სკრინინგ-ცენტრი ახალქალაქში ქალების უფასო გამოსაკვლევად ჩამოვა.
პროექტს ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა“ და „Generation I“. ამ პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება, ხოლო მეორე ეტაპზე ქალების გამოკვლევა სარძევე ჯირკვლის სიმსივნეზე, ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა, PAP ტესტი (საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტიკის მეთოდი. ტესტს შეუძლია დაავადების გამოვლენა კლინიკური სიმპტომების გამოვლენამდე: კიბო ვითარდება 10-15 წლის განმავლობაში და წინ უძღვის განსაკუთრებული მდგომარეობა – საშვილოსნოს ყელის დისპლაზია). ამ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ახალქალაქის და სოფლების ქალებსაც.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქვემო ქართლში არსებულ გამოცდილებაზე, სადაც ეს პროგრამა უკვე 2 წელია მიმდინარეობს და რომლის ფარგლებშიც 1500 ქალმა მიიღო ინფორმაცია და 500-ზე მეტმა ქალმა მიიღო სკრინინგის სერვისი. პირველ წელს გამოიკვლიეს 400-ზე მეტი ქალი, საიდანაც 38 ქალს აღმოაჩნდა საშვილოსნოს ყელის პრობლემები, სხვადასხვა პათოლოგიები და კიბოს სხვადასხვა დონე, 8 ქალს დაუდგინდა სარძევე ჯირკვლის კიბო – მათგან 4 ასიმპტომური, მე-4 სტადია. 2023 წელს დაახლოებით 120 ქალი გამოიკვლია და 10%-ს დაუდგინდა სხვადასხვა სირთულის ჯანმრთელობის პრობლემები.
„აუცილებელია ადგილობრივ დონეზე დამატებითი ხელშემწყობი პროცესების არსებობა, რათა ამ პროგრამამ ეფექტურად იმუშაოს. სკრინინგ-ცენტრის გეოგრაფიული მდებარეობა, ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში არის ენობრივი ბარიერი და პლუს ქალები, რომლებიც ცხოვრობენ სოფლებში. ტერიტორიებს ხშირად აქვთ ფინანსური პრობლემები, მუნიციპალური ტრანსპორტიც ხანდახან დიდ როლს თამაშობს, ის არ არსებობს ან ძალიან ცოტაა, ამიტომ ჩვენი ორგანიზაცია დაკავებულია არა მხოლოდ ქალთა ინფორმირებით და მომსახურებით, არამედ ადგილობრივ თვითმმართველობასთანაც ვმუშაობთ, რომ უშუალოდ ამ თემის ადვოკატირება მოახდინოს, რათა გენდერულმა საბჭომ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეძლოს ამ სპეციფიკის ბიუჯეტში დაგეგმვა და გათვალისწინება, რაც საჭიროა სკრინინგის პროგრამის უფრო ეფექტურად მუშაობისთვის“, – ამბობს სამირა ისმაილოვა.
მისი თქმით, მუშაობის პროცესში აღმოაჩინეს, რომ სახელმწიფო აუდიტმა ცენტრალურ ხელისუფლებას და პარლამენტს ცენტრალური პროგრამების განხორციელებაში ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართვის რეკომენდაცია გაუწია, რადგან ისინი რეგიონებში არაეფექტურია.
„ჩემთვის ესეც გარკვეული ინოვაცია იყო და ამ რეკომენდაციაში აღინიშნა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურება, ეს საჭიროება შენიშნა არა მხოლოდ ჩვენმა, არამედ სახელმწიფო აუდიტმაც, რომელმაც შესაბამისი რეკომენდაციები მისცა იმ სტრუქტურებს, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ამ მთელს პროცესზე. კიბოს დაავადება დღეს მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, პროგრესირებადი დაავადება. უფასო სკრინინგ კამპანიის ფარგლებში, საშვილოსნოს კიბოს სკრინინგი ტარდება 25-60 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ქალებს შეუძლიათ ერთხელ გაიარონ უფასო სკრინინგი. ყოველ 3 წელიწადში, ეს სკრინინგ ცენტრი უშუალოდ თბილისშია. სულ 4 სკრინინგ ცენტრია. წინასწარ უნდა დარეკონ და დარეგისტრირდნენ და მეორე კატეგორია არის 40-70 წლის, ამ შემთხვევაშიც უნდა დარეკონ წინასწარ და დარეგისტრირდით. მაგრამ ამ შემთხვევაში 2 წლის შემდეგ შეძლებენ ხელახლა შემოწმებას, მერე არის პერიოდი, როცა საჭიროების შემთხვევაში, დაახლოებით ამ პერიოდში, როცა რისკის ზონაში არ იქნები“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ წარმომადგენელი.
პროექტი „ქალთა ჯანმრთელობის მომსახურების გაფართოებული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პროპაგანდა“ ხორციელდება USAID-ის „ერთობა მრავალფეროვნებაში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ს საერთაშორისო საქმეთა სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. სკრინინგი ახალქალაქში ჩატარდება, თუმცა, სოფლების ქალებს, რომლებსაც ასევე სურთ სკრინინგის გავლა, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ორგანიზაციას და 5-10 კაციანი ჯგუფის შეკრებისას მათ ტრანსპორტი ახალქალაქამდე ჩამოიყვანს.
იმისათვის, რომ უფასო გამოკვლევის გავლის შესაძლებლობა გქონდეთ, წინასწარ უნდა დარეგისტრირდეთ ტელეფონის ნომერზე დარეკვით 595562505
ახალქალაქში ქალების უფასო გამოკვლევა