ადგილობრივი ხელისუფლება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ნორმატიული ფასების განსაზღვრაზე მუშაობს. მერიამ ნორმატიული ფასების დამტკიცების პროექტი საკრებულოში განსახილველად წარადგინა, რომლის მიხედვითაც გასული წლის შემდეგ ფასები არ შეცვლილა.

ქონების, ბუნებრივი რესურსების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტმა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტმა 26 თებერვალს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასები განიხილეს.

ყოველწლიურად საქართველოს მუნიციპალიტეტები, საბაზრო ფასების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, არაუგვიანეს თებერვლისა, მათი მუნიციპალიტეტის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ნორმატიულ ფასებს ამტკიცებენ. ეს არის ნორმატიული გასაყიდი ფასი, თუმცა მიწის გაყიდვა არ შეიძლება დამოუკიდებელი აუდიტის გარეშე და შესაძლებელია, რომ მიწის ფასი აუდიტის შეფასების შემდეგ გაიზარდოს. ფასი დამტკიცებული ფორმულის მიხედვით განისაზღვრება.

2022 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მუნიციპალურ საკუთრებად მიჩნეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სტანდარტული ფასი 1 კვ.მ-ზე 1,80 ლარიდან 2,88 ლარამდე გაიზარდა. და 2022 წლიდან ფასები არ შეცვლილა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოქმედი და დაგეგმილი სტანდარტული ფასები შემდეგია: ქალაქ ახალქალაქში 1 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2,88 ლარი ღირს, სოფლებში 1,44 ლარი, სოფლებს შორის ტერიტორიებზე მიწა 0,72 ლარი, ხოლო ტრასასთან მდებარე მიწის ნაკვეთი, 50 მ რადიუსში – ღირებულება 2,16 ლარი (1კვ/მ).

ხვალ, 27 თებერვალს, გაიმართება სხდომა, სადაც შესაძლოა საკრებულოს დეპუტატებმა ეს ნორმატიული ფასები დაამტკიცონ.