ახალ წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახური გაჭირვებულ ადამიანებსა და მუნიციპალიტეტის ოჯახებს ერთჯერად ფულად დახმარებას გაუწევს. სოციალურმა სამსახურმა მონაცემთა ბაზის მიხედვით ადამიანთა სია შეადგინა.

ზოგადად, გაჭირვებულთათვის ასეთი საახალწლო საჩუქრისთვის მერიამ დაახლოებით 93 600 ლარი გამოყო.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახური კონკრეტული სოციალური სტატუსის მქონე ზოგიერთ მცხოვრებს ერთჯერად ფულად დახმარებას გაუწევს. საჩუქარს ჯამში 274 ადამიანი მიიღებს.

„ჩვენ გვაქვს სია და მონაცემთა ბაზა, ვათვალიერებთ და იქიდან ვირჩევთ მათ, ვინც ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, რომ ფულადი დახმარება გავუწიოთ“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის აპარატის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სამსახურის უფროსმა ანაჰიტ იორდანიანმა.

ერთჯერად ფულად დახმარებას შემდეგი სოციალური სტატუსის მქონე პირები მიიღებენ:

  • 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები – 114 ადამიანი მიიღებს 250 ლარს
  • 18 წლამდე ორმხრივი ობლები – 4 ადამიანი (3 ოჯახი) თითო 1000 ლარს მიიღებს
  • ცალმხრივი ობლები – 119 კაცი – თითო 250 ლარი
  • დევნილები – 34 ადამიანი – თითო 100 ლარი
  • 100 წელზე მეტი ასაკის ადამიანები – 3 ადამიანი – თითო 500 ლარი
  • მუნიციპალიტეტის მრავალშვილიანი ოჯახები – 74 ოჯახი მიიღებს 200 ლარს.

 

გამოყოფილი თანხა ბენეფიციარების ანგარიშებზე ორი დღის ვადაში ჩაირიცხება.