ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებასთან ერთად სოფელ ხორენიის გავლით კარიერებიდან ქვიშის გადატანა დაიწყეს. მოსახლეობას კვლავ აწუხებს გზისა და ხიდის საკითხი, რომელიც უკვე მრავალი წელია ავარიულ მდგონარეობაშია. ხიდის გარემონტება ჯერ კიდევ 2019 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა ჯერჯერობით არ განხორციელებულა.
სოფლის მცხოვრებლების თქმით, აშენების დღიდან ხიდი, რომელიც დიდ ხორენიას პატარა ხორენიასთან და დანარჩენ სამყაროსთან აერთიანებს, არასდროს არ გარემონტებულა. მოსახლეობა ითხოვს ხელისუფლებისაგან ეს საკითხი მოაგვარონ, რადგან ხიდი ავარიულია.
სოფლის ხიდი, რომლითაც სოფელი ხორენიის მოსახლეობა სარგებლობს, რათა ახალქალაქამდე ან სხვა სოფლებამდე მივიდეს, მათი თქმით, უკვე სახიფათოა, რადგან პრობლემები საძირკველში გაჩნდა. მიუხედავად ამისა, ხიდზე ქვიშით დატვირთული სატვირთო მანქანები დადიან.
მასის ვარდანიანის თქმით, ხელისუფლებამ სოფლის ხიდი დაუყოვნებლივ უნდა გაარემონტოს.
“ხიდი ისედაც ნგრევის პირას არის, ქვიშით დატვირთულმა დიდმა სატვირთო მანქანებმა გააფუჭეს და უფრო მეტად გააფუჭებენ მას”, – ამბობს მასის ვარდანიანი.
სოფლის მცხოვრების, სამველ კარაპეტიანის თქმით, სოფლის ხიდიც და გზაც იმ სატვირთოებმა დააზიანეს, რომლებსაც კარიერებიდან ქვიშა გადააქვთ.
თუმცა, როგორც ახალქალაქის მერიაში ამბობენ, კარიერებიდან ქვიშის გადატანას ადგილობრივი ხელისუფლება ვერ აკრძალავს, რადგან კომპანიას გააჩნია ლიცენზია და ამას კანონის ფარგლებში აკეთებს. ხოლო, რაც ხიდის გარემონტების საკითხს ეხება, ეს ყველაფერი ასე მარტივი არ არის.
2019 წელს მუნიციპალიტეტმა 4`024.00 ლარი გამოყო სოფელი ხორენიის, ბავრის ხიდების და ახალქალაქის ცენტრალური სტადიონის სარბენი ბილიკის პროექტის დოკუმენტაციის შესადგენად. თუმცა, ტენდერი მონაწილეების არარსებობის გამო 3-ჯერ ვერ შედგა: აპრილში, მაისში და 2019 წლის ივნისში. საბოლოოდ გასულ წელს ხიდის რეაბილიტაციაც ვერ განხორციელდა. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმები აირია და ჯერჯერობით უცნობია, გამოცხადდება თუ არა ხელმეორედ საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის ტენდერი.
«ამჟამად ბიუჯეტში აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად სახსრები არ არის. თუმცა, ისევე როგორც ყველა დანარჩენი პროექტი, ხიდების გარემონტება პრიორიტეტულია. ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუკი ტენდერებზე სახსრები დაიზოგება, შესაძლებელია, რომ გამოვაცხადოთ ხიდის რეაბილიტაციის პროექტის შედგენის ტენდერი. თუმცა, იქნება თუ არა ის წელს, ჯერჯერობით ვერ გეტყვით»,- თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა იურიკ უნანიანმა.
Рядом с трассой, но «отрезанные от мира»
Грузовики снова едут через село
Они борются, чтобы не остаться заблокированными (video)