ხანძარი ახალქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა

ხანძარი ახალქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა

დღეს, 21 თებერვალს, დაახლოებით 10:00 საათზე ახალქალაქში, საქორწინო სალონსა და VIP სადღესასწაულო აქსესუარების მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ხანძარი პირველად მაღაზიის თანამშრომელმა შენიშნა, რომელმაც მაღაზიის გახსნისას კვამლი შენიშნა. შემთხვევის ადგილზე ორი სახანძრო მანქანა მივიდა. მათ ძალიან სწრაფად მოახერხეს ხანძრის ჩაქრობა. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მიზეზი შესაძლოა ელექტროგაყვანილობა იყოს. ასევე გაურკვეველია ზარალის ზომა, მაღაზიაში ყველაფერი დაზიანებულია.

hrdeh 4

hrdeh 3

hrdeh 2

hrdeh 1

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე