ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 7 სკოლამდელი დაწესებულებიდან, რომლებიც კარანტინისთვის დაიკეტა, 6 კარანტინიდან უკვე გამოვიდა, ერთი კი კვლავ კარანტინში რჩება. მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ბაღები და სკოლები არ იკეტება, დასწრება ძალიან დაბალია.
ახალქალაქის №1, №2, №3 საბავშვო ბაღები, ასევე სოფელ ხანდოს, ბარალეთისა და აზავრეთის საბავშვო ბაღები 5 თებერვლიდან კარანტინში იყო დაკეტილი და მუშაობა 12 თებერვლიდან განაახლა. ისინი კარანტინში იყვნენ, რადგან დასწრება 40%-ზე ნაკლები იყო.
დღესდღეობით, 13 თებერვლის მდგომარეობით, კარანტინში მხოლოდ სოფელ ვაჩიანის საბავშვო ბაღია. აღვნიშნავთ, რომ სოფელ ვაჩიანში სკოლამდელი დაწესებულება 9-დან 16 თებერვლამდე კარანტინისთვის დაიხურა, რადგან ორ მოსწავლეს წითელა დაუდგინდა.
„ვაჩიანი კარანტინში დავტოვეთ, რადგან ორი ავადმყოფი ბავშვის ინკუბაციური პერიოდი ჯერ არ გასულა. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ უსაფრთხოებაში“, – ამბობს სირანუშ ტონაკანიანი, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი.
მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ბაღები უკვე გამოვიდნენ კარანტინიდან, დასწრება მაინც დაბალია, მშობლებს ურჩევნიათ ბავშვები სახლში დატოვონ, რათა არ დაინფიცირდნენ სხვადასხვა ვირუსებით.
იგივე მდგომარეობაა მუნიციპალურ სკოლებში. ისინი მუშაობენ, მაგრამ სკოლებში დასწრება დაბალია.
სირანუშ ტონაკანიანის თქმით, დასწრება დაბალია არა იმიტომ, რომ ყველა, ვინც არ არის, ავად არის, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ მშობლები შვილებს ინფექციის პრევენციის მიზნით არ აგზავნიან.