სტუდენტების საგანმანათლებლო წინსვლის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სოციალური საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას იწყებს.
სახელმწიფო გრანტებზე განაცხადები მიიღება 2024 წლის 6 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულად, მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციის საფუძველზე შემდეგ ბმულზე.
2024 წელს, სოციალური პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აგრძელებს 16 კატეგორიის სტუდენტების დაფინანსებას:
– მაღალმთიანი სოფლების სტატუსის მქონე სკოლების კურსდამთავრებულები,
– სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან
– საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა შვილები, მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები
-ობლები (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა)
-მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები
– სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სტუდენტები,
– სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი სტუდენტები,
– სომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები
– აზერბაიჯანულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები
– სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული ჰქონდათ რეპატრიანტის სტატუსი
– ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამოყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლის
კურსდამთავრებულები
– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირები
– აუტიზმის აშლილობის სპექტრის მქონე სტუდენტები
– საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში
ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან ამ მისიებში
მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის შვილები; საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები ან მათი შვილები.
– სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში,
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების
შვილები.
– სტუდენტები, რომლებიც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში
სწავლის პერიოდში იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მიერ განხორციელებული “ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობა” პროგრამის,
“განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით” ქვეპროგრამის
ბენეფიციარები, როგორც ბოშა მოზარდები”
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ ვებსაიტზე.