ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში, 2022 წლის მაისიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით რძის მრეწველობის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერება ტარდებოდა. Jnews-ი პროგრამის შედეგებით დაინტერესდა.

რძის მრეწველობის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა ინდმეწარმე სოსიკო ამირხანიანმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ“ განახორციელეს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ამ პროგრამით სოფელ დილისკას, ჩუნჩხას, დადეშის, კარწახის, მაჯადიას, მოდეგამის ფერმერებმა ისარგებლეს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში პროგრამიდან ისარგებლეს სოფლებმა: პატარა ხანჩალი, დიდი ხანჩალი, განძა, ჟდანოვაკანი, ფოკა, ვლადიმიროვკა, პატარა გონდურა, დილიფი, გორელოვკა, სპასოვკა, თორია, ეშტია, ღაურმა, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ტაბაწყური.

ჯავახეთში პროგრამის განმახორციელებელი ერთ-ერთი პირი, არმენ ამირხანიანი, კმაყოფილია შედეგებით, მაგრამ პროდუქტიულობის პროცენტული მაჩვენებლით თქმა მაინც ძნელია.

„პროექტმა წარმატებით ჩაიარა, ჯერ არ ვიცით პროდუქტიულობა 60-70% ან 80%, ვცდილობთ გავზარდოთ პროდუქტიულობა, მუშაობამ გამოიღო შედეგი. სოფლები, რომლებმაც ისარგებლეს პროგრამით, კმაყოფილი არიან, ამით სარგებლობის გაგრძელება სურთ, ეს მათ მუშაობას უადვილებს“, – ამბობს არმენ ამირხანიანი.

ის არ გამორიცხავს, ​​რომ უკმაყოფილო ხალხიც იქნება, თუმცა ამას არა პროგრამის მომსახურებას, არამედ პირუტყვის ჯანმრთელობას უკავშირებს. ის აღნიშნავს, რომ თუ ძროხა არ არის ჯანმრთელი, მაშინ მათი მუშაობა შედეგს ვერ გამოიღებს.

არმენ ამირხანიანი ამბობს, რომ ხელოვნური განაყოფიერების ეფექტურობის გასაზრდელად სადიაგნოსტიკო აპარატის შეძენა სურთ, რომელიც პირუტყვის დაავადებებს და ბევრ სხვა ფაქტორს აღმოაჩენს.

„გვინდა დიაგნოსტიკით ძროხის ზოგადი მდგომარეობის შემოწმება, და მხოლოდ ამის შემდეგ განაყოფიერება ჩატარება, რადგან თუ ძროხას შინაგანი პრობლემები, ანთებითი პროცესები აქვს, მაშინ ამ ძროხის განაყოფიერება რთულია. ბევრ ძროხას აქვს საერთო ანთებითი პროცესები, საშვილოსნოს დაავადება, და თუ არ ვუმკურნალეთ, მაშინ მათი განაყოფიერება შედეგს არ მოიტანს. გარდა ამისა, საჭიროა შესაბამისი დროის ცოდნა. თუ ამ ფაქტორებს გაითვალისწინებთ, შედეგი მაღალი იქნება“, – თქვა არმენ ამირხანიანმა.

ის აღნიშნავს, რომ ხელოვნურ განაყოფიერებაზე უკვე არის მოთხოვნა, თუმცა აღნიშნავს, რომ ეფექტურობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებზე, არამედ კვებაზეც და იმაზე, თუ რა დაავადებები იყო სოფელში პირუტყვს შორის ან ნახირში.

არმენ ამირხანიანის თქმით, პროექტის დასრულების შემდეგაც მუშაობენ, თუმცა მომსახურება უკვე ძვირი ღირს. პროექტის დროს მომსახურება 20 ლარი ღირდა, ახლა სოფელამდე მანძილის გათვალისწინებით 50-60 ლარი ღირს.

ჯავახეთში ხელოვნური განაყოფიერების პროგრამა დაიწყო