სომხეთისკენ მიმავალი გზა გადაკეტილია ყველა სახის ტრანსპორტისთვის, ხოლო ახალქალაქი-კარწახის გზაზე მოძრაობა შეზღუდულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22 მგზავრზე მეტი ადგილიანი ავტომანქანებისთვის. ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ თბილისი-წალკა-ნინოწმინდის გზა და უფრო კონკრეტულად ფარავნის უღელტეხილი 4 თებერვლიდან დაკეტილია, მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო იქ ტრანსპორტის მოძრაობა არ აღდგენილა.

სომხეთისკენ მიმავალი გზა, კონკრეტულად ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-112 კმ (ნინოწმინდის შემდგომი მონაკვეთი) 6 თებერვლის დილიდან ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო ყველა სახის ტრანსპორტისთვის დაკეტილია.

მუნიციპალიტეტის შიდა გზებზე არსებული ვითარების შესახებ წაიკითხეთ ჩვენს შემდეგ მასალებში.