თანაბარი წერტილიდან დაწყება, ყოველთვის არ ითვლება წამყვანად გახდომის გარანტიად. სწორედ ასე შეგვიძლია დავახასითოთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც მიუხედავად ენის არასაკმარისი ცოდნისა და მრავალი სხვა სირთულისა, შეძლეს გათანაბრება და აჯობეს კიდეც უფრო მაღალ წერტილიდან დაწყებულ სტუდენტებს და ახლა არიან მაღალი აკადემიურის მოსწრების მქონე საუკეთესო სტუდენტების ათეულში. Jnews-ი სამ მათგანს ესაუბრა.
ერანიაკ სიმონიანი დაიბადა ახალქალაქის რაიონის სოფელ დადეშში. სოფელ დადეშის სკოლა ოქროს მედლით დაამთავრა. ის ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტია. 2020 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა და ქართული ენის კურსის წარმატებით გავლის შემდეგ სწავლას ბაკალავრიატის ფაკულტეტზე აგრძელებს.
სწავლის დროს ერანიაკს მრავალი სირთულე შეექმნა, პირველ რიგში, სახელმწიფო ენის ცუდად ფლობის გამო. მოსამზადებელ კურსზე სწავლობდა ისეთ გარემოში, სადაც მხოლოდ სომხები იყვნენ და მათთან ურთიერთობისას სომხურ ენას იყენებდა, ამიტომ ქართულად საუბარი უჭირდა. თავდაპირველი სირთულეების პერიოდის გადალახვის შემდეგ, ერანიაკმა მიაღწია ეტაპს, რომელიც მისთვის გადაულახავი ჩანდა. ახლა მას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლია საუბარი, ურთიერთობა და ნებისმიერ საკითხზე საკუთარი აზრის გამოხატვა.
„ამბობენ, თუ გზა მარტივი იქნება, ეს ნიშნავს, რომ არასწორი მიმართულებით მიდიხარ. დავისახე მიზანი, ვიპოვე პრობლემების გადაჭრის გზები, რომლებიც ჩემს მიზნებს ბარიერივით ბლოკავდა, გავატარე ბევრი უძილო ღამე და მივედი იქამდე, რომ ახლა ვამაყობ ჩემი თავით. ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო მომენტი ჩემთვის იყო ის მომენტი, როდესაც არჩევანის გაკეთება მომიწია. ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ჩემს გულს უნდა მოვუსმინო და არა გონებას, იმ მომენტში გულმა მითხრა, მასწავლებლის პროფესია აირჩია და არჩევანის გაკეთების შედეგად მივაღწიე სხვა მიზანს: პედაგოგიურმა პერსონალმა შემიყვანა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთა რიცხვში და მივიღე სტიპენდია.“
ლუსინე ამირხანიანი ქალაქ ნინოწმინდაში დაიბადა, დაამთავრა ადგილობრივი რუსული სკოლა, შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო, ახლა მე-4 კურსზე სწავლობს.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსული სკოლა დავამთავრე, ბავშვობიდან მიყვარდა ქართული ენა და ისე რომ ყოფილიყო, რომ სწავლა სომხეთში გამეგრძელებინა, დაბრუნების შემდეგ ქართულ ენას აუცილებლად ვისწავლიდი. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ასაკიდან მიყვარდა ისტორია და ყველაფერი, რაც ეხება სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას და საერთაშორისო ურთიერთობებს. პროფესიის არჩევა ძალიან შემთხვევითი იყო, მაგრამ სწავლის პერიოდში უფრო მეტად შემიყვარდა ჩემს მიერ არჩეული პროფესია.“
წარსულში არსებულ სირთულეებზე საუბრისას ლუსინე ამირხანიანი ამბობს – ჩემი მთავარი სირთულე ის იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ენის საბაზისო ცოდნა მქონდა, პირადად ჩემთვის მაინც საკმაოდ რთული იყო, რადგან რთულ დონეზე მყოფ სტუდენტებთან ერთად დავიწყე და ტექნიკური კუთხით ცოტა ვიცოდი. თუმცა მიხარია, რომ სირთულეები, რომლებიც მაშინ ძალიან რთულად მეჩვენებოდა, ახლა მთლიანად დაძლეულია. ვფიქრობ, სწორი არჩევანი და სირთულეების დაძლევის დიდი სურვილი დამეხმარა წინსვლასა და უფრო დიდი წარმატების მიღწევაში. ახლა ჩემი ქულებით ვარ საუკეთესო სტუდენტთა შორის და სტიპენდიას ვიღებ”.
ედიკ ქამალიანი მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანიდან არის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიას სწავლიბს. ედიკი ერთ-ერთია იმ სტუდენტთაგან, რომელიც უნივერსიტეტში „1+4“ პროგრამით ჩააბარა და ენობრივი ბარიერის გადალახვით, ზედიზედ ორი წელი ფაკულტეტის ათ საუკეთესო სტუდენტს შორის მოხვდა.
„როდესაც პირველად ჩავაბარე უნივერსიტეტში, ქართული ენის გარდა, სომხური ენის პრობლემაც მქონდა. რადგან რუსულ სკოლაში დავდიოდი, სომხური ენის უფრო ღრმად შესწავლა სკოლის ბოლო კლასებში დავიწყე, ეროვნული გამოცდები სომხურ ენაზე უნდა ჩამებარებინა. რაც შეეხება პროფესიის არჩევას, ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა პოლიტიკა და ინტერნეტშიც ყველაზე მეტად პოლიტიკურ მოვლენებს ვაქცევდი ყურადღებას. ამიტომ, გადავწყვიტე პოლიტოლოგიით დავკავდე, მივხვდი, რომ მომწონს და თავს სრულყოფილად ვიგრძნობ ამაში.“
ის აღნიშნავს, რომ ქართველი მეგობრებისა და მათთან ურთიერთოვის წყალობით გადალახა ენობრივი ბარიერი და დღეს თითქმის ყველა საგანში მაქსიმალური ქულები აქვს, რის წყალობითაც სტიპენდიას იღებს.