სათხეს დღე წელს ღონისძიებების, კონცერტის, სპორტული შეჯიბრებისა და სტუმრების გარეშე აღნიშნეს. თუმცა, სოფლის მაცხოვრებლებს არ შეეძლოთ საერთოდ არ აღენიშნათ ის.
1 ივნისი ყოველ წელს დიდი მასშტაბით, სპორტული და მუსიკალური ღონისძიებებით, სათხეს დღეობად აღინიშნება. თუმცა, წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა ღონისძიება გაუქმდა.
სოფელი სათხეს დღეობა 1918 წელს გმირული ბრძოლის მსხვერპლთა ხსოვნის საპატივცემოდ აღინიშნება, როდესაც სოფლის მოსახლეობა თათრებს ებრძოდა, იცავდა საკუთარ სოფელს და ჯავახეთს. სოფელ სათხეში დღეობაზე ყოველწლიურად იკრიბებოდა არა მხოლოდ სოფლის მოსახლეობა, არამედ ჩამოდიოდნენ სტუმრები სხვა სოფელბიდან, ასევე ამ სოფლის მკვიდრნი, ვინც სათხეს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობდა.
სათხე ერთ-ერთი იმ სოფელთაგანია, რომლის მოსახლეობამაც გაქცევას ბრძოლა ამჯობინა. ასეთი სოფელი არც ისე ბევრია ცნობილი. ომი დასრულდა და სოფლის მოსახლეობა თანდათანობით დაბრუნდა. სოფელში ომის დაწყებამდე 3400 ადამიანი ცხოვრობდა, ახლა სოფელში მხოლოდ 500 ოჯახია დარჩენილი.
ერთ-ერთი სოფლის მცხოვრების თქმით, წელს თითოეულმა ოჯახმა დღეობა ბუნებაში ან სახლში სუფრიანობით აღნიშნა.
მისი თქმით, სოფლის სპონსორებმა თანხა გამოყეს იმისათვის, რომ სოფლის მოსახლეობამ ეს დღე უხვი სუფრით აღნიშნოს.
სოფელ სათხეში გმირულ ბრძოლაში გარდაცვლილთა საპატივსაცემოდ ძეგლია აღმართული, სადაც ყოველწლიურად ღონისძიებები იმართებოდა.