ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა წელს ქალაქში და სოფლებში 10 მინისტრადიონის მშენებლობისთვის 457 400 ლარი გამოყო. მათი მშენებლობის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში წელს მინი სტადიონების ფართომასშტაბიანი მშენებლობა იწყება. 10 მინი სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი 11 მარტიდან გამოცხადდა. ორი მინისტრადიონი აშენდება ქალაქში, ხოლო დანარჩენი 8 სოფლებში. განაცხადის მიღების ბოლო ვადა ხვალ, 23 მარტს იწურება.
მინი სტადიონები აშენდება შემდეგ სოფლებში:
სოფელი ტამბოვკა- 21 000 ლარი
სოფელი ფოკა – 42 000 ლარი
სოფელი ოროჯალარი 56 000 ლარი
სოფელი დიდი ხანჩალი 24 700 ლარი
სოფელი სათხა 57 900 ლარი
სოფელი ჟდანოვაკანი 86 500 ლარი
სოფელი თორია 32 000 ლარი
სოფელი ჯიგრაშენი 63 000 ლარი
ნინოწმინდაში სპანდარიანის ქუჩაზე – 37 200 ლარი
ხოჯაბეკის რაიონში – 37 000 ლარი.
10 მინისტრადიონის მშენებლობისთვის მუნიციპალიტეტმა სამი ტენდერი გამოაცხადა.