20 იანვარს ახალაქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯაში «ჩემი გული, ორჯა» სახელწოდებით დიდი ჯვრის გახსნისა და კურთხევის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალქალაქის პარლამენტის დეპუტატი სამველ მანუკიანი, ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ჯვრის კურთხევის ცერემონია სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ვიკარიატის ხელმძღვანელის ტერ ნშან ამაიაკიანის და ორჯას სულიერი მოძღვრის ტერ ტადეოს მკრტჩიაის მონაწილეობით ჩატარდა.
ჯვარი სოფლის მცხოვრებლებმა არაიკ მინასიანმა და გევორგ ოვაკიმიანმა დაამონტაჟეს, ამაში მათ თანასოფლელები დაეხმარნენ.
არაიკ მინასიანის თქმით, ჯვრისთის სპეციალურად შეარჩიეს ეს სიმაღლე, რომ შორიდანაც ჩანდეს.
«იდე გაჩნდა არა იმიტომ, რომ სიზმარი ვნახე, ან რამე მსგავსი. ეს ადგილი სოფელში შესვლისას კარგად ჩანს, ამიტომ აღვმართეთ აქ. ხოლო დღეს დღესასწაული გავმართეთ და ვაკურთხეთ, რადგან თანასოფლელები დაბრუნდნენ სახლში»,- თქვა იდეის ერთ-ერთმა ავტორმა არაიკ მინასიანმა.
ჯვრის კურთხევის შემდეგ სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა თანასოფლელებს გადაუხადა მადლობა და სოფლის ისტორია მოყვა. შემდეგ სოფელ ორჯას ბავშვებმა იცეკვეს სომხური ხალხური ცეკვები. ორჯას მოსახლეობამ ეს დღე სუფრის გაშლით აღნიშნა.