არიან ადამიანები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან სახელებით, სურთ სახელის ან გვარის შეცვლა, მაგრამ არ იციან სად და ვის მიმართონ – ამ თემაზე Jnews-ი ადვოკატს ესაუბრა.

ახალქალაქში მიღებულია სახელის თაობიდან თაობას გადაცემა. თუ სახლში ბიჭი იბადება, ის ბაბუის სახელს ატარებს, თუ გოგონა, მაშინ ბებიის სახელს. არის შემთხვევები, როცა ბავშვები იზრდებიან, არ მოსწონთ სახელი და მისი შეცვლა სურთ.

შესაბამისად წარმოგიდგენთ საქართველოს კანონს სამოქალაქო აქტების შესახებ, რა შემთხვევაშიც შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი სახელი ან გვარი.

„საქართველოს სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადების დღეც რეგისტრირებულია საქართველოში, უფლება აქვს შეცვალოს სახელი ან/და გვარი (გარდა ამ კანონის 85-ე მუხლის შესაბამისად ჩატარებული დაბადების რეგისტრაციისა).

ზემოაღნიშნული კანონის 64-ე მუხლი ითვალისწინებს სახელისა და გვარის შეცვლის შემდეგ პირობებს:

1. სრულწლოვანს უფლება აქვ სახელი და გვარი მხოლოდ ერთხელ შეიცვალოს, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ადამიანს შეუძლია შეცვალოს გვარი და მიიღოს:

ა) ორივე მშობლის გვარი ერთად,
ბ) მათი ერთ-ერთი უახლოესი ნათესავის გვარი (მათ შორის მეოთხე თაობის ნათესავები (ბებია და ბაბუა, აგრეთვე დიდი ბებია და ბაბუა),
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გვარისა და უშუალოდ აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი,
დ) ფაქტობრივი მეურვის გვარი,
ე) მშვილებლის გვარი,
ვ) ქორწინებამდე არსებული გვარი, თუ განქორწინებისას პირმა არ დააბრუნა ეს გვარი,
ზ) მამის გვარი მამობის აღიარების შემთხვევაში, ისტორიული გვარი,
თ) ისტორიული გვარი ამ კანონის 65-ე მუხლით დადგენილი წესით,
ი) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი.

არის შემთხვევები, როცა მეუღლეები შორდებიან და ერთ-ერთი მათგანი ბავშვის გვარის შეცვლას ცდილობს, როგორ შეიცვალოს ამ შემთხვევაში ბავშვის გვარი, განმარტავს ადვოკატი ანდრანიკ მინასიანი.

„ბავშვის გვარის შესაცვლელად საჭიროა მშობლის თანხმობა. თუ რომელიმე მათგანი გვარის შეცვლის წინააღმდეგია, მაშინ ეს საკითხი სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს. სასამართლო ამ საკითხს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე წყვეტს, ანუ თუ გვარის შეცვლა ბავშვის ინტერესებშია, მაშინ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს, ხოლო თუ ეს არ არის ბავშვის ინტერესებში, მაშინ პასუხი უარყოფითი იქნება.
მაგალითად, თუ ბავშვის მამას არ ჩამოერთვა მამობრივი უფლებები და ცხოვრობს დედასთან, მაშინ მისი დედასთან ცხოვრების ფაქტი მისი გვარის დედის გვარზე გადასვლის საფუძველი არ არის. თუმცა, საერთოდ, რა თქმა უნდა, შეგიძლია გვარი შეცვალო და მეორე მშობლის გვარზე გადაიყვანო, ან ორივე მშობლის გვარი ერთდროულად მისცე“, – ამბობს ადვოკატი ანდრანიკ მინასიანი.

თუ ბავშვი ახალად დაბადებულია, ამ შემთხვევაში მას შეუძლია აიღოს ერთ-ერთი მშობლის გვარი ან ორივე მშობლის გვარი, ისევ მშობლების თანხმობით.

„ჩვენს ხალხში გავრცელებულია, რომ დაბადების შემდეგ ბავშვი იღებს მამის გვარს, კანონი არ ამბობს, რომ მან აუცილებლად უნდა მიიღოს მამის გვარი. თუ ბავშვი რეგისტრირებულ ქორწინებაში დაიბადა, მაშინ ბავშვის მამა ავტომატურად განიხილება დედის ქმრად, თუ ისინი არ არიან დაქორწინებულები, მაშინ მამამ უნდა აღიაროს მამობა. იგივე ხდება ქორწინების დროსაც. წყვილებს შეუძლიათ აიღონ ერთმანეთის გვარი, შეინარჩუნონ გვარი, ან დააკავშირონ ერთმანეთის გვარები“, – ამატებს ადვოკატი.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არაერთი შემთხვევაა, როდესაც ადამიანების სახელები ორთოგრაფიული შეცდომით იწერება.შეცდომების გამოსასწორებლად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საჯარო სერვისების განვითარების სააგენტოს.

„აუცილებელია მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, თუ ის არ დააკმაყოფილებს განმცხადებლის მოთხოვნას, ამ შემთხვევაში სასამართლოს, სადაც უნდა წარადგინონ მოწმეები, დაადასტურონ განცხადება და სახელსა და გვარში შეცდომა შეცვალონ“, – ამატებს ანდრანიკ მინასიანი.