გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შაბათ-კვირას ახალქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +7 °C-დან +13 °C-მდეა.
შაბათს, 13 მაისს, ახალქალაქში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 °C-დან +14 °C-მდე, საღამოს +6-დან +7C-მდე. ჰაერის ფარდობითი ტენიანობა: 82%.
კვირას, 14 მაისს, იგივე ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 C-დან +8 C გრადუსამდე, საღამოს +4 C-დან +5 C-მდე. ნალექის ალბათობა 100%-ია. ფარდობითი ტენიანობა: 83%.
ახლა მოღრუბლულია, წვიმს, ტემპერატურა +11 გრადუსია.