2024 წლის 1 იანვრიდან 8 იანვრის ჩათვლით ახალქალაქის საავადმყოფოში 9 ბავშვი დაიბადა. წლის პირველ დღეს ახალქალაქში გოგონა დაიბადა. ერთ-ერთი მშობიარობა საკეისრო კვეთით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით ახალქალაქის საავადმყოფოში 10 ბავშვი დაიბადა. წლის დასაწყისში დაბადებულმა ბავშვებმა შეინარჩუნეს გენდერული ბალანსი, დაიბადა ხუთი ბიჭი და ხუთი გოგონა. პირველი დაბადებული ბავშვი ბიჭი იყო.
2022 წელს, 1 იანვრიდან 18 იანვრამდე ახალქალაქის საავადმყოფოში 12 ბავშვი დაიბადა. პირველი ბავშვი გოგონა იყო.
2021 წლის პირველ დღეს ახალქალაქის საავადმყოფოში ბიჭი დაიბადა, 1-დან 22 იანვრამდე კი 28 ბავშვი დაიბადა.
2020 წლის 1 იანვარს ახალქალაქში ორი ბავშვი დაიბადა – ბიჭი და გოგონა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ახალქალაქის საავადმყოფოში გასულ წლებთან შედარებით ყველაზე მცირე მშობიარობა დაფიქსირდა. 2023 წელს ახალქალაქში 26 დეკემბრის ჩათვლით 336 ბავშვი დაიბადა.