ჯავახეთის ქუჩის დასაწყისში მდებარე სანიაღვრე თხრილები გადახურულია რკინის ბადეებით, რომლებიც ადგილიდან გამოვიდა და ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობას აფერხებდა. 28 დეკემბერს, ახალქალაქის სერვისცენტრის თანამშრომლები რკინის ბადეებს ადუღებდნენ.

ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორმა მხითარ რსტაკიანმა თქვა, რომ შედუღების სამუშაოები დღეს დასრულდება.

„ახლა ვადუღებთ ბადეებს, ვერ გეტყვით, რა სამუშაოები განხორციელდება მოგვიანებით. გვაქვს მითითება, რომ ახლა ეს ბადეები უნდა შევაკეთოთ, მაგრამ ახალი წლის შემდეგ რა სამუშაოები განხორციელდება, ვერ გეტყვით“.

რსტაკიანის თქმით, მისი თანამშრომლები ისეთ სამუშაოებს ასრულებენ, რომ სხვა სამუშაოს შესრულების აუცილებლობა არ არის.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ახალქალაქის მერის მელქონ მაკარიანის თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე მილების გაყვანა იგეგმება, თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.