26 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) გუნდმა და “Geocase” ანალიტიკურმა ცენტრმა ახალქალაქში “ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა” პრიექტის მეორე ეტაპის ფარგლებში გასვლითი შეხვედრა გაიმართა, სადაც ექსპერტები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრას უძღვებოდნენ „Geocase“-ის საგარეო ურთიერთობების დირექტორი ხათუნა ბურკაძე და GSAC-ის ექსპერტი დავით კაპანაძე. შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტის მიზნებზე, დეპოლარიზაციის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე.
შეხვედრას, რომელიც გაიმართა ახალქალაქის LAG-ის ოფისში, ესწრებოდნენ ახალქალაქის სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. დამსწრეებმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დეცენტრალიზაციის პროცესში არსებული პრობლემები გაუზიარეს.
პროექტის მეორე ეტაპი მიზნად ისახავს აკადემიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მონაწილეობის გაზრდას, ასევე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის შემდგომ ჩართვას დეპოლარიზაციისა და რადიკალიზაციის შემცირების პროცესში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე, თემატური დისკუსიები მედია-მენეჯერებთან და კურსები ჟურნალისტებისთვის.
პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.