ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი, მე-5 მოწვევისას, შეიქმნა 5 მუდმივი კომისია და მხოლოდ 1 ფრაქცია – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”.
შეიქმნა შემდეგი კომისიები.
1. მუნიციპალური ქონების, ბუნებრივი რესურსების და სოფლის მეურნეობის საკითხთა მართვის კომისია. თავმჯდომარე ფარული კენჭისყრით გრიგორ კარაკაბეკიანი გახდა.
2. მანდატების, პროცედურული, სამართლებრივი საკითხების და ეთიკის კომისია. თავმჯდომარე გახდა სიფან შიპაქციანი.
3. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს სედა მელკუმიანი.
4. სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის კომისია. თავმჯდომარე გახდა გენადი ელიზბარიანი.
5. სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომისია სოღომონ ასლანიანის თავმჯდომარეობით.
თითოეულ კომისიას 16-17 დეპუტატი ჰყავს.
ახალი მოწვევის საკრებულოში მხოლოდ ერთი ფრაქცია – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ჩამოყალიბდა. თავმჯდომარე ჰაკობ ჩახმახჩიანიას კი 7 მოადგილე ჰყავს. ფრაქციაში ამ პარტიიდან საკრებულოში გადასული 37-ვე დეპუტატი შედის.
ოპოზიციური პარტიებიდან 5 დეპუტატს ფრაქცია ჯერ არ შეუქმნია.