უკვე ერთი კვირაა, აღმაშენებლის ქუჩაზე, №6 კორპუსის ეზოში კანალიზაციის ჩამდინარე წყლები ჩაედინება. მოსახლეობა შეშფოთებულია შექმნილი ანტისანიტარიული სიტუაციით. მათივე თქმით, პრობლემის მოგვარების მოთხოვნით არაერთხელ დაუკავშირდნენ შესაბამის ორგანოებს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

გუშინ Jnews-ს ერთ-ერთი ბინის მცხოვრები დაუკავშირდა და არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. დღეს, 21 დეკემბერს, Jnews-ის ჟურნალისტი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

კანალიზაცია ჩაკეტილი სანიაღვრეებიდან მოედინებოდა, ეზოში ჩადიოდა და ხალხის ავტოფარეხებამდე აღწევდა.

„შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთ კვირაზე მეტია გრძელდება. რამდენიმე ადამიანი წავიდა და მიმართა, უთხრეს, რომ მანქანა დაზიანებულია და ვერ მოვიდოდნენ, მაგრამ ჩვენ გაუსაძლის სიტუაციაში ვართ. საქმის კურსში ვარ, რომ ორჯერ მიმართეს, უთხრეს რომ მოვიდოდნენ, მაგრამ არ მოდიან. მეორე სადარბაზოში კანალიზაცია გაცილებით ხშირად იჭედება, უკვე მეორედ ხდება ასეთი რამ ჩვენი სახლის წინ, ასეთი შემთხვევა დიდი ხანია არ მომხდარა“, – ამბობს შენობის მცხოვრები რიფსიმე ხაჩატრიანი.

1

Jnews-ი დაუკავშირდა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვის ცენტრის მენეჯერს გიორგით ვახტანგიშვილს და მან შემდეგი თქვა:

„პრობლემის შესახებ ვიცი, დამიკავშირდნენ, ვგზავნი ბრიგადას, სიტუაციას აღმოფხვრიან, მაგრამ ისევ იჭედება. ხალხი უყურადღებოდ იქცევა, რეცხავს ისეთ ნივთებს, რაც იწვევს კანალიზაციის ხელახლა გაჭედვას. ეგ კანალიზაციის მილი ხშირად იჭედება, ამ ბოლო დროს სამჯერ გავგზავნე, იწმინდება და ათასი სხვადასხვა რამე გამოდის, ვერც კი ვიტყვი რა. ეს კანალიზაციის მილი ორ კორპუსს ემსახურება, ზუსტად ვერ ვიტყვი, ვინ არის დამნაშავე, მაგრამ არის ვიღაც, ვისაც ეზარება ნაგვის გატანა და კანალიზაციაში უშვებს“.

ის ამატებს, რომ ეს კანალიზაცია არ არის ცენტრალური და მისი გაწმენდა მათ მოვალეობაში არ შედის.

„თუ ხაზი არ არის ცენტრალური, ჩვენ არ ვართ ვალდებული ჯგუფი გავგზავნოთ, არ გვაქვს ფასიანი სერვისი, ან ვგზავნი ჯგუფს უბრალოდ დასახმარებლად, ან არა“, – დაამატა გიორგიმ.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ახალქალაქში არ არსებობს ისეთი სერვისი, რომლის იმედიც მოსახლეობას შეუძლია ჰქონდეს.

გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვის ცენტრის მენეჯერმა პირობა დადო, რომ დღეს კანალიზაციის მილის გასაწმენდად ჯგუფს გაგზავნის.