ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2023 წელს სხვადასხვა ფონდიდან 9 ინფრასტრუქტურული სამუშაო და სოფელ იხტილას სკოლის საქვაბეს რეაბილიტაცია განხორციელდა, ჯამური ღირებულებაა 7 590 504 ლარი.
ახალქალაქის მერიის ინფორმაციის თანახმად, 2023 წელს მუნიციპალიტეტმა რეგიონული ფონდიდან 6 512 004 ლარის ოდენობით 7 ინფრასტრუქტურული სამუშაო, ხოლო მაღალი მთის ფონდიდან ორი პროექტი 1 078 500 ლარის ოდენობით განახორციელა.
რეგიონული ფონდის სახსრებით განხორციელებული სამუშაოები:
1. აბულ-კარტიკამის გზის რეაბილიტაცია – 1 165 024 ლარი.
2. კარწახი-აფნიას გზის რეაბილიტაცია – 1 368 148 ლარი
3. პტენა-ჩუნჩხის გზის რეაბილიტაცია – 436 000 ლარი
4. აღმაშენებლის ქუჩაზე №14 კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია – 122 437 ლარი
5. ხულგუმო-კულიკამის გზის რეაბილიტაცია – 1 182 500 ლარი
6. ალათუმანი-ბეჟანოს გზა – 1 025 000 ლარი
7. სოფელ სულდასა და დადეშში სასმელი წყლის სატუმბი სადგურის, შესანახი რეზერვუარის და მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა – 1 212 895 ლარი.
მაღალმთიანობის განვითარების ფონდიდან შემდეგი სამუშაოები განხორციელდა:
1. ხავეთი-დავნია-ერინჯას გზა – 500 000 ლარის ოდენობით
2. სოფელ ბურნაშეთის გზა – 578 500 ლარი
3. სოფელ იხტილას სკოლის საქვაბის რეაბილიტაცია, შენობის შიდა გათბობის სისტემის მონტაჟი, გათბობის ჩართვა და საქვაბე აღჭურვილობა – 52 510 ლარი.
ასევე მაღალმთიანობის განვითარების ფონდიდან ახალქალაქში თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ჯივანის პარკის რეაბილიტაციის ორწლიანი სამუშაოები ჩატარდა. სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 580 000 ლარს (2022 წელს – 525 486 ლარი; 2023 წელს – 54 514 ლარი).
2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 116 982 ლარის ოდენობით 46 სამუშაო განხორციელდა, საიდანაც 1 365 637 ლარი სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემების გაუმჯობესებაზე, 775 296 ლარი მუნიციპალური ხიდების რეაბილიტაციაზე, 344 447 ლარი განათებაზე, 50 006 ლარი საბავშვო ბაღებისთვის, 220 158 ლარი პარკების რეაბილიტაციისთვის.