8 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღის წესრიგში რამდენიმე საკითხი იყო, რომელთაგან ნაწილი საბიუჯეტო ცვლილებებს, ასევე სხვა ცვლილებებს ეხებოდა.
როგორც უკვე Jnews-მა დაწერა, სხდომაზე პირველ რიგში დეპუტატებს «ევროპული საქართველო- ლელო» ფრაქციის წარმომადგენლის შეცვლაზე აცნობეს. რის შემდეგაც ახალქალაქის მერიის ფინანსური განყოფილების უფროსმა კარენ მერგელიანმა დეპუტატებს 2023 წლის ბიუჯეტის კორექტირება წარუდგინა, რომელშიც მხოლოდ ერთუ პუნქტი იყო, საახალწლო ღონისძიებისთვის 100 000 ლარის გამოყოფა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება რეგიონის დანარჩენ 5 მუნიციპალიტეტშიც გაიმართება. წელს ამ მიზნისვის თანხას მხოლოდ სამი მუნიციპალიტეტი, ახალქალაქი, ასპინძა და ბორჯომი, გამოყოფს. დაახლოებით იგივე ღონისძიებები, რომლებიც გასულ წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა, ისინიც იყო დაფინანსებული, მაგრამ რეგიონის სხვა 3 მუნიციპალიტეტის მიერ.
განხილვის შემდეგი თემა იყო ის, რომ იანვრიდან ახალქალაქის სამხედრო კომისარიატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კონტროლს დაექვემდებარა და მუნიციპალიტეტზე აღარ იქნება აღრიცხული. დეპუტატების მხრიდან გაისმა შეკითხვა, რა ბედი ეწევა კომისარიატის სტატში ამჟამად მომუშავე პერსონალს. ასევე დააინტერესათ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ადგილის იქნება თუ არა გასამხედროებული. რაზეც ახალქალაქის მერიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ მანველიანმა, რომელმაც ეს პუნქტები წარმოადგინა, უპასუხა, რომ ამ საკითხზე ჯერ არაფერია ცნობილი.
შემდეგი საკითხი მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურს ახალი ფუნქციის დამატება იყო. ფუნქცია არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა და მათ შესაბამისად რეაგირება, ანუ მომსახურებას შეეძლება სამართალდარღვევისთვის მოქალაქეების დაჯარიმება.
ასევე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნაირი ირიციანმა ისაუბრა საიმცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან შეხვედრის შესახებ, სადაც განიხილეს საკითხი, რეგიონული ფონდიდან ფინანსები რომელი პროექტებისთვის იქნება გამოყოფილი. ნაირი ირიციანის თქმით, მომავალ წელს რეგიონული ფონდი დაახლოებით 6 400 000 ლარს გამოყოფს. მისივე თქმით, დაგეგმილია გზების რეაბილიტაცია სოფელ ვარევანი-კოკიაში, დილისკა-პტენა-ჩუნჩხაში (ბეტონის გზა), აბული-კარტიკამში (სოფელ კარტიკამში ასფალტია, დანარჩენი ბეტონის საფარია). ირიციანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს მუნიციპალიტეტი რეგიონული ფონდიდან არაერთხელ მიიღებს დაფინანსებას.
იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის წარმომადგენლებთან შეხვედრის შედეგად დეპუტატებს მიწის უფასო რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციაც გადაეცათ.