ახალქალაქში “ხას ბახჩას” პარკში სათამაშო მოედანს გამაგრება სჭირდება. საქანელა არამუშა მდგომარეობაშია.
მშობლები, რომლებმაც შვილები “ხას ბახჩას” პარკში სათამაშოდ მიიყვანეს, ჩივიან, რომ საქანელები ბავშვებისთვის უსაფრთხო არ არის. სადღაც გატეხილი, სადღაც თვითნაკეთია, მეორე სავარძელზე პლასტმასია გაბზარული, რკინის ჯაჭვები მავთულით ან ქსოვილისგან დამზადებული თოკით არის დამაგრებული.
“საქანელებს უფროსი ბავშვებიც იყენებენ და ამიტომ არის ასეთ მდგომარეობაში”, – ამბობს მამაკაცი, რომელმაც თავისი შვილი სათამაშოდ მიიყვანა.
დილისკელი ბავშვი სხვა საქანელაზე ქანაობს.
„რა თქმა უნდა, გვეშინია, რომ ბავშვი წაიქცევა, მაგრამ რა ვქნათ, ბავშვებს საქანელაზე უნდათ გართობა. დავსვამთ, ცოტას ითამაშებს, გაუხარდება და წავიყვანთ. ახალქალაქი საკმაოდ დიდი ქალაქია, საინტერესო ადგილები რომ იყოს ბავშვებს უფრო გავახარებდით. მაგალითად რუსეთში, ბავშვებისთვის ბევრად მეტი სივრცეა. გასართობად თითქმის ყოველდღე გაგვყავს, რადგან თამაში უნდათ, თუმცა ვერაფრით კავდებიან”, – ამბობს 4 წლის დილისკელი გოგონას ბებია.
მოედნის მდგომარეობის შესახებ მერიამ Jnews-გან შეიტყო და დაპირდნენ, რომ ეს საკითხი მოგვარდება.
“მივედით და ადგილზე ვნახეთ. დიახ, მცირე ტექნიკური პრობლემები არის. სერვის ცენტრს საკითხის მოსაგვარებლად მივმართეთ. ეს უმნიშვნელო პრობლემებია, რამდენიმე ადგილას მხოლოდ დამაგრებაა საჭირო”, – განმარტა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის ხელმძღვანელმა არა მოვსისიანმა.
ბავშვების დასვენების საკითხს ეტაპობრივად უბრუნდებიან. წელს მხოლოდ ორ ადგილას, ქალაქის სხვადასხვა უბანში (ჯივანის პარკი და აღმაშენებლის ქუჩაზე მრავალსართულიანი შენობების მიმდებარედ) აშენებენ პარკს, ხოლო მე-14 ქალაქში ქუჩის ტრენაჟორები დამონტაჟდება.