დღეს, 15 დეკემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საბიუჯეტო-ფინანსური კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც მერიამ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.
მერიის ფინანსური განყოფილების უფროსმა, მკრტიჩ მღდესიანმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.
“როგორც გახსოვთ, ჩვენ ბიუჯეტის პროექტი კიდევ ერთხელ განვიხილეთ და შემოთავაზებებთან ერთად, უკან გავგზავნეთ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შეთავაზებები გათვალისწინებულია”, – სხდომის დაწყებისას თქვა სედა მელკუნიანმა – ფინანსურ-ბიუჯეტური კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელმაც სიტყვა მღდესიანს გადასცა.
სხდომის დროს, ყურადღება ძირითადად გამახვილდა მუნიციპალიტეტის შემოსავლებზე, რადგან პანდემიის გამო შემოსავლები შეცოტავდა. 2021 წელს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 9 237 600 ლარს შეადგენს, შარშან ბიუჯეტი 9 645 900 ლარს შეადგენდა, ანუ წლეულს მუნიციპალური ბიუჯეტი 387 900 ლარით ნაკლებია. ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ ნათელი გახდა, რომ მუნიციპალიტეტს წელს ხარჯების შემცირება მოუწევს, რადგან გაურკვეველია მომავალ წელს პანდემიის მხრივ, როგორი ვითარება იქნება. აქტუალური გახდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შევსებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროების ნახვის საკითხი.
საკრებულოს დეპუტატმა სამველ პეტროსიანმა წამოაყენა ინიციატივა, რომ საკითხთან დაკავშირებით მომდევნო სხდომაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები მოიწვიონ, განხილვის მეთოდით გადაწყდეს, ასევე სხდომაზე აუდიტის სამსახურის მოწვევა და ამ მიმართულებით მათთან ერთად მუშაობა. დეპუტატებმა ასევე განიხილეს აუდიტის სამსახურის საქმიანობა, რომლის ვალდებულებაში შედის ჩრდილოვანი ბიზნესის გამოვლენა…
დეპუტატებმა ასევე განიხილეს ის, რომ მუნიციპალური ორგანოების დანახარჯები გაიზარდა და უკონტროლოა. აღვნიშნავთ, რომ ეს საკითხი საკრებულოში არაერთხელ იყო წამოყენებული. კითხვები გაჩნდა ასევე ისეთი პუნქტებზე, როგორიცაა ტრანსპორტის იჯარა, რაზეც იყო განმარტება, რომ ხშირად დაქირავებული ტრანსპორტით მგზავრობენ სპორტსმენები, ასევე, ის, რომ ამ პუნქტში შედის ავადმყოფების გადაყვანა, რომლებსაც დიალიზის საჭიროება აქვთ და მუდმივად უწევთ ახალციხეში სიარული. კიდევ ერთი პრობლემაა ძაღლები. როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტი ძაღლების დაჭერაზე ბევრ თანხას ხარჯავს, მაინც ბევრი ძაღლია. შეკითხვები იყო თანხასთან დაკავშირებითაც, რომელიც საბავშვო ბაღების უზრუნველყოფაზეა გათვალისწინებული, რაზეც მკრტიჩ მღდესიანმა განაცხადა, რომ თანხის გაზრდა უკავშირდება 2 ახალაშენებული საბავშვო ბაღის მუნიციპალურ ბალანსზე გადატანას და ერთი ალტერნატიული საბავშვო ბაღის შესაბამისი ხარჯებით სრულყოფილ სკოლამდელ დაწესებულებად გადაკეთებას.
ასევე განიხილეს მუნიციპალური “ახალქალაქის სერვისცენტრის” მუშაობა, დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ცენტრი ძალიან კარგად მუშაობს, მაგალითები იყო მოყვანილი ღამის განათებაზე, სერვისცენტრი დროულად ცვლის ნათურებს, თუმცა ხშირად უწევთ ამ ნათურების გამოცვლა, რადგან იაფიანი და უხარისხოა, ამიტომ დეპუტატებმა გადაწყვიტეს უფრო ძვირად ღირებული ნათურები იყიდონ, რათა ხარჯი და სამუშაო შემცირდეს, ამისთვის გადაწყდა შეხვედრაზე სერვისცენტრის წარმომადგენლების მოწვევა.
ამგვარად, საკრებულოს დეპუტატებმა 2 მოთხოვნა დააყენეს: სხდომაზე შემოსავლების და აუდიტის სამსახურების ხელმძღვანელების მოწვევა და მათთვის კითხვების დასმა; მეორე – სხდომაზე ზოგიერთი განყოფილებისა და მუნიციპალიტეტის სერვისცენტრის წარმომადგენლების მოწვევა.