ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერთან სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო დიდი ხნის წინ შეიქმნა, მაგრამ რეალური საქმიანობა ერთი წლის წინ დაიწყო. როგორ გავიდა წელი, რა შედეგები აქვს თანამშრომლობას – საბჭოს თავმჯდომარის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის იურიკ უნანიანის აზრი.
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის თანახმად 2014 წლიდან სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები უნდა შექმნილიყო ყველა მუნიციპალიტეტში. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საბჭო დიდი ხნის წინ შეიქმნა, თუმცა 2019 წელს, როდესაც ЈNEWS-მა დეცენტრალიზაციის რეფორმების შესახებ დაწერა, მერიაში თქვეს, რომ მათ საბჭო ყავთ და მუშაობენ, მაგრამ, რამდენიმე წევრთან დარეკვის შემდეგ გაირკვა, რომ სინამდვილეში ბევრმა მათგანმა არ იცოდა, რომ ამ საბჭოს წევრები იყვნენ.
2020 წელს იანვარში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში “სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს” ორგანო ხელმეორედ შექმნეს. საბჭო შედგება 9 ადამიანისგან, საბჭოს წევრები არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტიური მოქალაქეები, ბიზნესმენები, რომლებმაც უნდა განიხილონ და რეკომენდაციები მისცენ მერს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში. საბჭომ სხდომები მინიმუმ სამ თვეში ერთხელ უნდა ჩაატაროს, როგორც ეს მითითებულია “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 86-ე (პრიმა) მუხლში. საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ახალქალაქის ბიზნესცენტრის დირექტორი მახარე მაცუკატოვი.
“სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო” წლის განმავლობაში 4-ჯერ შეიკრიბა. საბჭოს თავმჯდომარის, მახარე მაცუკატოვის თქმით, შეხვედრებზე, რამდენიმე პრობლემა განიხილეს და მათი გადაჭრის რეკომენდაციები გასცეს.
“ერთ-ერთი ასეთი პრობლემა არის — ნაგვის გატანა. ჩვენ დავეხმარეთ მერიას პროექტის შედგენაში და მივეცით იაპონიის საელჩოს, მათ დააფინანსეს. და პირველად ახალქალაქში მერიისსაშუალებით
საბჭოს თავმჯდომარის თქმით, მათ სოფელ ჩუნჩხაში მოამზადეს პროექტი და ეძებენ დონორებს.
“ჩვენ გვინდა, რომ ქარის ტუმბოს წყალსაცავი გავაკეთოთ, რათა წყალი შეგროვდეს და სასმელად და სარწყავად იქნას გამოყენებული. ეს იქნება ექსპერიმენტი. შემდეგ მსგავსის აშენება შეიძლება სხვა სოფლებშიც”, – ამბობს მახარე მაცუკატოვი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ საბჭო მართლაც 2020 წლის იანვარში შეიქმნა და მას აქვს საკონსულტაციო ხასიათი და არა აღმასრულებელი. იურიკ უნანიანი ასევე ამბობს, რომ ნაგვის გატანის პროექტი – კარგი პროექტია, რომელიც ნამდვილად განხორციელდა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციით.
”სამ დღეში ეს საკითხი მოგვარდება და ჩვენ დავამატებთ თანხას და ვიყიდით მანქანას. იყო ბევრი საკითხი, რომელსაც საბჭო სთავაზობდა. ეს საბჭო გვირჩევს, ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას ხელს არ შეუშლის, არამედ დაეხმარება”, – განაცხადა ახალქალაქის მერმა იურიკ უნანიანმა.
დემოკრატიული და სამოქალაქო ინსტიტუტები არასრული დეცენტრალიზაციის პირობებში ჯერჯერობით არ იძლევიან ძლიერ ეფექტს, მაგრამ ამ საბჭოს არსებობა და საქმიანობა ახალქალაქში – მცირე ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიის განვითარებისკენ.