კარინე მურადიანის ხელმძღვანელობით ახალქალაქის №1 საჯარო სკოლამ შეიძინა ახალი, თანამედროვე ტექნიკა, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს გაეცნონ როგორც რობოტექნიკას, ასევე ფიზიკის სხვა შესაძლებლობებს.
№1 სკოლის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელმა კარინე მურადიანმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტში, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორცირლებს. ის იყო ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილი “ინოვაციების, ინკლუზიის და ხარისხის პროექტის – საქართველო 12Q” ღონისძიების მონაწილე.
პროექტი ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველი ეტაპი იყო ინოვაციური ტექნოლოგიების გაცნობა, რომლის დროსაც მონაწილეებს ფიზიკის სფეროდან საჩუქრები გადაეცათ. ჯავახეთიდან პროექტში მონაწილეობდნენ კარინე მურადიანი და ნინოწმინდის №1 სკოლიდან ერთი მონაწილე.
“ჩვენ პატარა კომპიუტერები გვაჩუქეს, რომლებიც იწარმოება დიდ ბრიტანეთში. ეს პატარა კომპიუტერები სასწავლოა, ორი კონსტრუქტორის ნაკრები, რომლებიც მასწავლებლების დახმარებისთვის არის გათვალისწინებული, ამ ნაკრებს “ააწყვე თვითონ” ჰქვია, ის რობოტექნიკას ეკუთვნის. ეს მოწყობილობები ბავშვების დემონსტრირებისთვის შევკრიბეთ. ასევე სხვა ნაკრების დახმარებით ჩვენ რობოტები უნდა ავაწყოთ და ეს მინი-კომპიუტერები Lenovo-ს კომპიუტერს უნდა შევუერთოთ, რომელიც თვითონ მოგვცეს, და ბავშვებმა თავიანთი გაკეთებული პროგრამა რობოტში უნდა ჩაწერონ და მისი მოძრაობების გაკონტროლებით უნდა მართონ”,- განმარტა კარინე მურადიანმა.
გარდა ამისა, ბავშვებს შეეძლებათ „ჭკვიანი სახლის“ მართვა მინი-კომპიუტერის გამოყენებით.
კარინემ აღნიშნა, რომ მათ ასევე მიეცათ ქარის გენერატორი, მზის ბატარეა და რობოტექნიკა.
„ძალიან გამიხარდა, ჩვენს სკოლაში ნამდვილად იყო ასეთი აღჭურვილობის საჭიროება. ბავშვები შეეცდებიან შექმნან საკუთარი რობოტი, მათ ექნებათ წარმოდგენა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს საგანი (ფიზიკა) ცხოვრებაში“, – დაამატა მან.
სკოლას ასევე აქვს ფიზიკის არხი YouTube-ზე, სადაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ შესრულებულ სამუშაოს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.
კარინე მურადიანმა ასევე დაამატა, რომ ამავე პროექტის ავტორებმა სკოლაში რამდენიმე ოთახი უნდა გაარემონტონ.