28 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში „მრავალფეროვნება – ჩვენი სიმდიდრეა“ სახელწოდებით ტოლერანტობის თვისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ერის კულტურები, მათ შორის სომხურიც.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ-ის პრორექტორი ნინო გვენეტაძე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეთნიკურ ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვები. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ როგორც სომხურ, ისე აზერბაიჯანულ კულტურას. ორატორებმა გამოსვლებში საქართველოს მრავალფეროვნება აღნიშნეს, მისი როლი და მნიშვნელობა, ასევე ხაზი გაუსვეს სხვადასხვა ხალხის პატივისცემასა და ტოლერანტობას ერთმანეთის კულტურის მიმართ.

“საქართველოს სომეხთა კავშირის” ხელმძღვანელმა მარი არაქელოვამ სომხური კულტურა წარმოადგინა. თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა სხვადასხვა ხალხებს შორის მჭიდრო ურთიერთობას, რომელიც, მისი თქმით, სიყვარულსა და სოლიდარობას უნდა ეფუძნებოდეს.

მაგიდა, სადაც დამსწრეებს სომხური კულტურის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა, სავსე იყო სომხური დეტალებით. შესაძლებელი იყო სომხური კერძების, ასევე საკონდიტრო ნაწარმის ნახვა, წარმოდგენილი იყო მსოფლიოში ცნობილი მინერალური წყალი “ჯერმუკი”, თოჯინები სომხური ტარაზის კოსტიუმებით იყო განლაგებული ერთ რიგში, თემატური წიგნები და საინფორმაციო ბუკლეტები, ერთი სიტყვით სომეხი ხალხის კულტურა და ისტორია ერთ კუთხეში იყო თავმოყრილი.

385537292_1115535579609334_1538226013770328467_n

368053167_390282813323337_3796472771972006213_n

387483012_873545784485417_1671686570005655985_n

გარდა ამისა, ნაჩვენები იყო ფილმი „ჩვენი ფარაჯანოვი“, რომელშიც აღწერილი იყო ცნობილი კინორეჟისორის ცხოვრება და მისი როლი ორი ხალხის ურთიერთობაში.

386873393_316913167861270_6340353569168345610_n