მომავლის სახლსა და ახალქალაქის სამხატვრო სკოლაში სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. მომავლის სახლი უკვე ფუნქციონირებს, ხოლო სამხატვრო სკოლა თავის მოსწავლეებს მომავალი კვირიდან მიიღებს.
10 ნოემბრიდან მომავლის სახლი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ამ საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს ცხრა ჯგუფი: სომხური, ქართული, ინგლისური, ფრანგული და რუსული ენების, თოჯინების დამზადების, მარჯვე ხელების, მძივების და ქარგვის. მომავლის სახლში სიარული შეუძლიათ 6-დან 18 წლამდე ბავშვებს.
სამხატვრო სკოლაში სარემონტო სამუშაოები დასკვნით სტადიაზეა, მიმდინარეობს შენობის დასუფთავება, რის შემდეგაც გარემონტებული სკოლა მოსწავლეებს გაუღებს კარს.
სამხატვრო სკოლაში ბავშვებს 6 წლიდან შეუძლიათ სიარული, სწავლის ხანგრძლივობა 5 წელია. სამხატვრო სკოლაში ბავშვები ოთხ ჯგუფად სწავლობენ.
სამხატვრო სკოლაში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც დაიანა მანუკიანმა 59 133 ლარით გაიმარჯვა. მომავლის სახლის გარემონტებაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში კი აშოტ კარახანიანმა 63 737 ლარით მოიგო.