ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ახალქალაქელი ამჯობინებს საახალწლო დღესასწაულებზე ახალქალაქიდან წასვლას და ახალი წლის უცნობ გარემოში აღნიშვნას.
თუ ადრე საახალწლო დღესასწაულების სახლში გატარება, სუფრის გაშლა და 5 დღე სტუმრების მიღება-გაცილება იყო მიღებული, ახლა ბევრს ურჩევნია დღესასწაულების კომპანიაში ან ოჯახთან ერთად გატარება, მაგრამ არა სახლში. თუ ადრე არსებობდა სტერეოტიპი, რომ ახალქალაქელები წასვლით უბრალოდ გაურბიან საახალწლო ხარჯებს, ახლა მყარდება მოსაზრება, რომ მოსახლეობას სიტუაციის შეცვლა და ახალი წლის სხვანაირად აღნიშვნა სურს. ფინანსურად, საახალწლო დღესასწაულების ორივე ვარიანტი ძვირი ჯდება.
თუ ისინი, ვინც ტრადიციულად ახალ წელს ოჯახისა და ტელევიზორის გარემიცვაში აღნიშნავენ, ბევრ საკვებს ყიდულობენ, რათა რამდენიმე დღის განმავლობაში ბევრ სტუმარს ეყოს, ხოლო მოსახლეობა, ვინც წასვლა ამჯობინა, აჟიოტაჟს უფრო მშვიდად უყურებს.
ძირითადი მიმართულებები, სადაც ახალქალაქელები საახალწლო არდადეგებზე წასვლას ამჯობინებენ, არის ზამთრის კურორტი ბაკურიანი, სომხეთის დედაქალაქი – ერევანი და თბილისი. არიან ისეთებიც, ვინც მიდიან ევროპაში ან რუსეთში, მაგრამ, როგორც წესი მიდიან ისინი, ვისაც ნათესავები ჰყავს.
ბაკურიანი დიდი ხანია ახალქალაქელების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, პირველ რიგში, არც თუ ისე შორს არის, მეორეც, განვითარებულია ზამთრის ტურიზმის ინფრასტრუქტურა და არა მხოლოდ.
„ახალი წლის მხიარულად გასატარებლად, დღესასწაულების არაორდინალურად გატარება გადავწყვიტეთ, რათა ისე არ იყოს, როგორც ყიველ წელს. ინტერნეტში ვნახულობდი ინფორმაციას, სასტუმროების, საახალწლო საღამოების შესახებ და ჩემთვის ძალიან მოსახრხებელი განცხადება ვნახე, მათ დავუკავშირდი. ასევე საახალწლო საღამოების შესახებ ვნახე განცხადება, დავუკავშირდი მათ და მითხრეს რა მენიუ აქვთ, რა იქნება, დღესასწაული საღამოს 9 საათზე იწყება, რომ სანამ ბოლო კლიენტი არ გავა, რესტორანი იმუშავებს. ანუ შეზღუდვები არ არის. რაც შეეხება დანახარჯებს, თუკი კარგ სასტუმროს და კარგ საღამოს აირჩევ, ბევრი არ დაგეხარჯება, იმასთან შედარებით, რაც სახლში აღნიშვნისას დაგეხარჯება”,- ამბობს ახალქალაქის მცხოვრები, რომელიც ახალ წელს ოჯახთან ერთად ბაკურიანში შეხვდება.
არიან ისეთებიც, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ საქართველოს დედაქალაქს – თბილისს.
“ბევრად უკეთესია, ბავშვებისთვის უფრო საინტერესო იქნება. უკვე ვიქირავეთ ბინა 3 დღით. ყიველ წელს ერთი და იგივე, ამიტომ წელს ცვლილებების შეტანა გადავწყვიტეთ. არა მგონია, რომ ფინანსურად ნაკლები იქნება, უბრალოდ შესაძლოა გარკვეული ზედმეტი ნივთების ყიდვა არ იქნება საჭირო, რასაც აქ მენტალიტეტიდან გამომდინარე ვაკეთებთ, იქ არ იქნება. რა თქმა უნდა, თბილისში წასაღებ საკვებს გავამზადებ, მაგრამ ამ მასშტაბებში არ იქნება. ეს პირველად მოხდება, რომ ჩვენ ახალ წელს სახლის ფარგლებს გარეთ შევხვდებით”,- ამბობს ახალქალაქის სხვა მცხოვრები.
ბევრს ურჩევნია არდადეგების გატარება ისტორიულ სამშობლოში, ნათესავებთან ერთად, სხვებს კი მეგობრებთან ერთად.
“ჩვენ პირველ რიგში მეგობრებთან ერთად სომხეთში წავალთ, სადაც კოტეჯები გვაქვს ნაქირავები. ხანდახან მეუღლე მეუბნება, რომ იქნებ არ ღირს წასვლა, მაგრამ მე წასასვლელად ვარ განწყობილი. სავარაუდოდ საინტერესო იქნება”,- ამბობს ახალქალაქის კიდევ ერთი მცხოვრები, რომელიც საახალწლო დღესასწაულებს წელს სახლის ფარგლებს გარეთ შეხვდება.
ბევრს შესაძლოა ახალი წლის სხვა ადგილას აღნიშვნა სურს, მაგრამ აჩერებს ის, რომ ახალი წლის ღამეს ოჯახის უფროსების დატოვება არ სურს.