სოფელი ბუზავეთი სავარაუდოდ იქნება გაზიფიცირებული. ამ დროისთვის გაზგამანაწილებელი კომპანია SJGC აფასებს პროექტის სავარაუდო ღირებულებას, ასევე ტექნიკურ მხარეებს.
როგორც Jnews-თან საუბარში გაზგამანაწილებელი კომპანია SJGC-ის დირექტორმა ვრეჟ ბერიკიანმა განაცხადა, მიმდინარეობს კარტიკამის ხაზის მხრიდან სოფელ ბუზავეთის გაზიფიცირების ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობა ფასდება.
„ამ დროისთვის ნამდვილი გადაწყვეტილი არ არის, უბრალოდ ვცადეთ საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე მუშაობა, ვცადეთ გაგვეგო, ტექნიკურად როგორ არის შესაძლებელი გაზის მიწოდება, საიდან მოდის და ზოგადად, რა დაჯდება. ჩვენ თავდაპირველ ეტაპზე ვართ, ჯერ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ“, – კომენტარი გააკეთა მან.
ბერიკიანის თქმით, ერთობლივი დაფინანსება იგეგმება, როგორც მაგალითად
სოფელ თახჩას შემთხვევაში იყო – სოფლის მცხოვრებლების, მათ შორის ქველმოქმედების, საზღვარგარეთ მცხოვრები სოფლის მკვიდრების წვლილის შეტანის სურვილის, ასევე გაზის გამანაწილებელი კომპანიის ერთობლივი მონაწილეობა.
„თუ ტექნიკურად და ფინანსურად ეს ჩვენს შესაძლებლობებში იქნება, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – თქვა ბერიკიანმა.
აღვნიშნავთ, რომ სოფელი ბუზავეთი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კეთილმოწყობილი სოფელია. სოფელში ბუნებრივი აირი არ არის, გზა არ არის დაგებული, ხოლო სკოლა 2 წელია დაკეტილია. პირობების არარსებობა სოფლიდან მიგრაციას იწვევს. მოსახლეობის თქმით, სოფელში ამჟამად 35-მდე ოჯახი ცხოვრობს, თუმცა ოდესღაც 180 იყო.