ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის ამბულატორიაში დამონტაჟებულია სამედიცინო ტელემოწყობილობა. თუმცა, სამედიცინო ცენტრი ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს, რადგან შენობაში საერთო გათბობის სისტემა არ მუშაობს.
სოფელ ზაკის (ზაკვი, გომანი და ოლავერდი) საოლქო ექიმმა ნაირა სრმიკიანმა თქვა:
„ამბულატორიაში “ტელემედიცინის” მოწყობილობაა დამონტაჟებული, მაგრამ რადგან კლინიკაში ცივა, არ ვმუშაობთ. როგორც კი გათბობის საკითხი მოგვარდება, დავიწყებთ მუშაობას“.
ზაკის სამედიცინო ცენტრი კვირაში სამი დღე მუშაობს, ექიმის მიერ წინასწარ დანიშნულ დღეებში. გარდა იმისა, რომ ზაკს ტერიტორიული ექიმი ჰყავს, ექთანიც არის.
სოფლის მოსახლეობა ექიმის მომსახურებით კმაყოფილია, მაგრამ უნდათ, რომ პუნქტმა მუდმივად იმუშაოს. ისინი მედდითაც არიან კმაყოფილნი, მაგრამ უპირატესობას ანიჭებენ მედდას საკუთარი სოფლიდან, რომ ნებისმიერ დროს საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარება მიიღონ. ზაკის მედდა არის სოფელ ოლავერდიდან და მუშაობს, როგორც ოლავერდში, ასევე ზაკში.
«ძალიან მინდა, რომ ეს მოხდეს (ზაკში ცალკე მედდა დანიშნონ), მაგრამ სამი მედდა მყავს, სავარაუდოდ მე-4 აღარ დანიშნავენ»,- თქვა სოფელ ზაკის საოლქო ექიმმა.
სოფლის მოსახლეობა მოხარულია, რომ მათ სოფელში სამედიცინო პუნქტი გაიხსნა. ამბობენ, რომ ამის საჭიროება ჰქონდათ.
«სამედიცინო პუნქტი ყოველთვის არ მუშაობს. როცა არ იხსნება მოსახლეობას ეს აწუხებს. თუ დაიწყებს მუშაობას, მოსახლეობა დაიწყებს სიარულს, ექიმებისგან უფასო მკურნალობის მიღებას, ისინი მუდამ კითხვას დაგვისვამენ, უნდათ სარგებლობა, მაგრამ ეს ჯერ შეუძლებელია. სოფლის მოსახლეობა მოდის და ჩივილებს უყვება ექიმს, ყველას ღებულობს და აგზავნის”,- ყვება სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.
ბავშვებს აცრები მუდამ სახლში უტარდებათ, მედდა სახლებში დადიოდა. მაგრამ, როგორც სოფელ ზაკის მცხოვრები ყვება, ბოლო აცრა მედპუნქტში ჩაუტარდათ.
ტელემედიცინა აერთიანებს კარდიოლოგიის, დერმატოლოგიის და ოტოლარინგოლოგიის განყოფილებებს და მოწყობილობის ჩართვის 100% სისტემა გააჩნია. სოფლის მოსახლეობა თბილისის სპეციალისტებისგან უფასო ტელეკონსულტაციის მიღების შესაძლებლობას ღებულობს.
ტელემედიცინის პროგრამის მიზანია გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაფართოების საშუალებით სოფლის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების დანერგვისა და გაუმჯობესების უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ტელემედიცინის პროექტის ფარგლებში სპირომეტრია და ოფთალმოლოგია იქნება ჩაშვებული. ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2023 წლის ბოლომდე დამატებით 50 ტელესამედიცინო მოწყობილობის შეძენას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიძინა ტელემედიცინის აპარატურა და დაამონტაჟა საქართველოს 50 სოფლის ამბულატორიაში, მათ შორის ზაკში. ამის შესახებ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილში აცნობა.