„საქართველოს რკინიგზამ“ 10 მაგისტრალური დენის მუდმივი ელექტრომავალის მიწოდების €63,7 მილიონი ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომელიც მოემსახურება საქონლის ტრანსპორტირებას თბილისი-ახალქალაქის ხაზზე, იუწყება სარკინიგზო ტრანსპორტის საინფორმაციო პორტალი Railway Supply
საკონკურსო დოკუმენტაციის პირობების თანახმად, მოძრავი შემადგენლობა მომხმარებელს ხელშეკრულების დადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა გადაეცეს.
ლოკომოტივები გამიზნულია თბილისი-ახალქალაქის ხაზზე მინიმუმ 1380 ტონა წონის სატვირთო მატარებლების გადაადგილებისთვის.